ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,, არ იაროთ მანდ ხალხო. საშიშია!.. სულ ქუსლზე კიდია კალაძეს ფეხით მოსიარულე თბილისელები“ – ბაია პატარაია

თბილისის მერია

უფლებადამცველი ბაია პატარაია თბილისის მერიასა და კახა კალაძეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მტვრისა და მოუწესრიგებელი საფეხმავლო გზების გამო გადაადგილება მოქალაქეთა ჯანმრთელობისთვის საშიშია.

,, არ იაროთ მანდ ხალხო. საშიშია!.. სულ ქუსლზე კიდია კალაძეს ფეხით მოსიარულე თბილისელები“ – ბაია პატარაია
,, არ იაროთ მანდ ხალხო. საშიშია!.. სულ ქუსლზე კიდია კალაძეს ფეხით მოსიარულე თბილისელები“ – ბაია პატარაიაალია

უფლებადამცველი ბაია პატარაია:

,,დღეს გავრისკე და პირველად ფეხით წავედი ვერიდან მთაწმინდაზე რუსთაველის გავლით.

არ იაროთ მანდ ხალხო. საშიშია!

ჯერ ხომ კისერს მოიმტვრევს ადამიანი. არანაირი საფეხმავლო გზა არ არსებობს. დადის უამრავი ადამიანი და თვითნებური ბილიკებით გადაადგილდება. ოღონდ ბილიკები ზოგჯერ გზაზე ჩადის და უკან აღარ ამოდის ტროტუარზე. კაი ხანი ვიბორიალე, რომ როგორმე არაგადაკეტილ და ბოლომდე ანგრეულ ტრორუარზე მოვხვედრილიყავი ისევ.

ასევე, დგას საშინელი მტვერი მიუხედავად გუშინდელი წვიმისა და პირბადე არავის უკეთია. მუშებიც და გამვლელებიც იწამლებიან. ხველებით ვიარე სვიტერში ცხვირჩაყოფილმა.

განა სხვა ქალაქებში არ მინახავს მასიური სამშენებლო სამუშაოები?! პორტუგალიაში პიწისქვეშ მეტრო გაყავდათ და ასე ამონგრეული იყო დიდი ნაწილი, მაგრამ უკოხტავესი ბილიკები იყო გაკეთებული ცენტრალურ უბანში. ნიუ იორკში სულ რაღაც ცათამბრჯენი შენდება, ოღონდ არავის ხელი არ ეშლება, ბუღი არ დგას და ქალაქი არ მახინჯდება.

ჩვენთან ყველაფერს ველურივით აკეთებს მერია: აჯა-ბაჯა, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშად და უხარისხოდ. სამაგიეროდ, მდიდრდება ქოცელიტა ატკატებით და უხარისხო სამუშაოებით.

ჯერ კიდე აგვისტოში მახსოვს ერთი ხალხი – ერთი საქართველოს ვიდეოები, საფეხმავლო ბილიკებს ითხოვდნენ და რა? სულ ქუსლზე კიდია კალაძეს ფეხით მოსიარულე თბილისელები და ტურისტები. “კისერი გიტეხია” ხდება მთელ რუსთაველზე”

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
რუსთაველზე, სამუშაოების მიმდინარეობისას გაზმომარაგება 3 900 აბონენტს ავარიულად შეუწყდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები