ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიამ სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო, სადაც სწავლის უფლება 20-მა კანდიდატმა მოიპოვა. პროგრამაზე სწავლა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა სრულად სახელმწიფოს მიერ ფინანსდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღორუსთავი 2

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო.

სასწავლო პროცესის დაწყების პირველ დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე მარიამ ტაბატაძემ, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის რექტორმა სოფიო აბულაშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების ფაკულტეტის დეკანმა ავთანდილ მიქანაძემ სტუდენტებს სიტყვით მიმართეს და მათ წარმატება უსურვეს.

2026 წელს პირველად ამოქმედებულ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება 20-მა კანდიდატმა მოიპოვა. პროგრამა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, უმაღლესი ხარისხის განათლება მაღალკვალიფიციური, პრაქტიკული გამოცდილების მქონე აკადემიური პერსონალისგან მიიღონ.

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია უზრუნველყოფს სტუდენტების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დაფინანსებასაც.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს სახელმწიფო უსაფრთხოების მაგისტრის ხარისხი მიენიჭებათ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?