ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სტრატეგიული თანამშრომლობისა და სწორი სახელმწიფოებრივი ხედვის შედეგად, საქართველო სულ უფრო მყარად იკავებს თავის ადგილს გლობალურ რუკაზე, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის პროგრესსა და ეკონომიკურ გაძლიერებაზე - თამთა მეგრელიშვილი

ხალხის ძალა

„ხალხის ძალის“ წევრის, თამთა მეგრელიშვილის განცხადებით, 9 თვეში ჩინეთიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ რეკორდულ 119,081-ს მიაღწია, რაც ხელისუფლების გონივრული პოლიტიკისა და უვიზო რეჟიმის შედეგია.

სტრატეგიული თანამშრომლობისა და სწორი სახელმწიფოებრივი ხედვის შედეგად, საქართველო სულ უფრო მყარად იკავებს თავის ადგილს გლობალურ რუკაზე, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის პროგრესსა და ეკონომიკურ გაძლიერებაზე - თამთა მეგრელიშვილი
სტრატეგიული თანამშრომლობისა და სწორი სახელმწიფოებრივი ხედვის შედეგად, საქართველო სულ უფრო მყარად იკავებს თავის ადგილს გლობალურ რუკაზე, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის პროგრესსა და ეკონომიკურ გაძლიერებაზე - თამთა მეგრელიშვილირუსთავი 2

მიმდინარე წლის 9 თვის სტატისტიკური მონაცემებით ჩინეთიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ ისტორიულ ნიშნულს გადააჭარბა და 119,081 ვიზიტი შეადგინა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს ციფრები არ არის შემთხვევითობა, ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან სწორად მოქმედების პირობებში მრავალმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა ქვეყნის სასიკეთოდ მუშაობს.

"დღეს, როდესაც მსოფლიო არაერთი გამოწვევისა და გეოპოლიტიკური სირთულის წინაშე დგას, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის ფაქტი, რომ სახელმწიფომ შეძლო სისტემური, კოორდინირებული მუშაობით უზრუნველყო ეკონომიკური სტაბილურობა და მოკლე დროში ასეთი უპრეცედენტოდ მაღალი შედეგები ეჩვენებინა.

ეს წარმატება ხელისუფლების გონივრული პოლიტიკის შედეგია რომელიც რამდენიმე უმნიშვნელოვანეს და ურთიერთდაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე დგას:

უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ სრულად მოხსნა ბიუროკრატიული ბარიერები, ხოლო უმაღლეს დონეზე წარმოებულმა შედეგიანმა მოლაპარაკებებმა საავიაციო ბაზრის გაფართოება და ახალი პირდაპირი ფრენების, მათ შორის შანხაი-თბილისის რეისის დამატება განაპირობა, რამაც პირდაპირ შეუწყო ხელი მგზავრთნაკადის მკვეთრ ზრდას.

ამასთან ამ ყველაფერს ზურგს უმაგრებდა კარგად დაგეგმილი და განხორციელებული მიზნობრივი მარკეტინგული კამპანიები. აზიაში უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე (ITB China) საქართველოს წარდგენამ პარტნიორი ქვეყნის სტატუსით ქვეყნის ცნობადობა თვისობრივად ახალ საფეხურზე აიყვანა. დღევანდელი რეკორდული მაჩვენებლები სწორედ ამ ერთიანი, სისტემური მიდგომის დამსახურებაა.

სტრატეგიული თანამშრომლობისა და სწორი სახელმწიფოებრივი ხედვის შედეგად, საქართველო სულ უფრო მყარად იკავებს თავის ადგილს გლობალურ რუკაზე, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის პროგრესსა და ეკონომიკურ გაძლიერებაზე.

მშვიდობა და განვითარება ჩვენს ქვეყანას!“, - წერს სოციალურ ქსელში თამთა მეგრელიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რეალური სტრატეგიული თანამშრომლობის ფასი სწორედ შედეგში ჩანს, როცა მრავალწახნაგოვანი ურთიერთობები რეალურ შესაძლებლობებს ქმნის და ეს ქვეყნის ეკონომიკასა და ტურიზმზე აისახება - გია აბაშიძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები