პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვიცე-პრემიერ მარიამ ქვრივიშვილის მაღალი დონის ვიზიტი ჩინეთში მკაფიოდ ადასტურებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის წარმატებას - თამთა მეგრელიშვილი

ხალხის ძალაქართული ოცნება

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი აცხადებს, რომ მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთში ვიზიტი საქართველოს ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის წარმატებასა და ქვეყნის „შუა დერეფნის“ ჰაბად დამკვიდრებას ადასტურებს.

ვიცე-პრემიერ მარიამ ქვრივიშვილის მაღალი დონის ვიზიტი ჩინეთში მკაფიოდ ადასტურებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის წარმატებას - თამთა მეგრელიშვილი
რუსთავი 2

საქართველოსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა ახალ, კიდევ უფრო დინამიკურ ფაზაში შედის, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

მისივე თქმით, ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან გამართული შეხვედრები ადასტურებს, რომ საქართველო მტკიცედ იმკვიდრებს ადგილს, როგორც

„შუა დერეფნის“ უალტერნატივო გლობალური ლოგისტიკური ჰაბი.

"ვიცე-პრემიერ მარიამ ქვრივიშვილის მაღალი დონის ვიზიტი ჩინეთში მკაფიოდ ადასტურებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის წარმატებას.

სავაჭრო ბრუნვის 41%-იანი რეკორდული ზრდა და ჩინეთის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან გამართული შეხვედრები ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა მტკიცედ იმკვიდრებს ადგილს, როგორც

„შუა დერეფნის“ უალტერნატივო გლობალური ლოგისტიკური ჰაბი.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტები ახალ ეტაპზე გადადის, აქტიური თანამშრომლობა სამოქალაქო ავიაციის სფეროში და პირდაპირი ფრენების განვითარება, ქართული სახელმწიფოსთვის პირდაპირი ეკონომიკური სარგებლის, ახალი სამუშაო ადგილებისა და ტურისტული ნაკადების გარანტიაა“, - წერს სოციალურ ქსელში თამთა მეგრელიშვილი.

მისივე განმარტებით, ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით ქვეყნებს შორის შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა აქტიური მუშაობის წინაპირობას ქმნის და საბოლოო ჯამში ჩინეთის უზარმაზარ ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის კიდევ უფრო მეტად სტიმულირებას შეუწყობს ხელს.

„ეს ვიზიტი არის მკაფიო სიგნალი იმისა, რომ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები ქართული სახელმწიფოსთვის ხელშესახებ შედეგებზე გადის.

,,ქართული ოცნების“ პოლიტიკას ქვეყნისთვის მოაქვს რეალური, ხელშესახები ეკონომიკური სარგებელი.

მმართველი გუნდის მიერ გატარებული გონივრული პოლიტიკური კურსი საქართველოს "შუა დერეფნის“ უალტერნატივო ცენტრად აქცევს.

"ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ხდება გლობალური ლოგისტიკური და სტრატეგიული მოთამაშე რომელიც საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ბოლომდე იცავს.

დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა და მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები არის წინაპირობა იმისა, რომ ქართული სახელმწიფო „შუა დერეფნის“ უალტერნატივო გლობალურ ჰაბად იქცეს“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოთამთა მეგრელიშვილი: ვიცე-პრემიერ მარიამ ქვრივიშვილის მაღალი დონის ვიზიტი ჩინეთში მკაფიოდ ადასტურებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის წარმატებას
  2. POSTVსამთავრობო„ვიცე-პრემიერ მარიამ ქვრივიშვილის მაღალი დონის ვიზიტი ჩინეთში მკაფიოდ ადასტურებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის წარმატებას“ – თამთა მეგრელიშვილი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს ვიზიტი არის მკაფიო სიგნალი იმისა, რომ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები ქართული სახელმწიფოსთვის ხელშესახებ შედეგებზე გადის. ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკას ქვეყნისთვის მოაქვს რეალური, ხელშესახები ეკონომიკური სარგებელი. მმართველი გუნდის მიერ გატარებული გონივრული პოლიტიკური კურსი საქართველოს "შუა დერეფნის“ უალტერნატივო ცენტრად აქცევს. "ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ხდება გლობალური ლოგისტიკური და სტრატეგიული მოთამაშე რომელიც საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ბოლომდე იცავს. დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა და მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები არის წინაპირობა იმისა, რომ ქართული სახელმწიფო „შუა დერეფნის“ უალტერნატივო გლობალურ ჰაბად იქცეს“
„პირობებში საქართველო ხდება გლობალური ლოგისტიკური და სტრატეგიული მოთამაშე რომელიც საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ბოლომდე იცავს. დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა და მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები არის წინაპირობა იმისა, რომ ქართული სახელმწიფო „შუა დერეფნის“ უალტერნატივო გლობალურ ჰაბად იქცეს“
თამთა მეგრელიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით ჩიხელიძე მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთში ვიზიტზე: ჩინეთთან ურთიერთობა გვაჩვენებს, რას ნიშნავს რეალური სტრატეგიული პარტნიორობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები