ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტიხალხის ძალა

საპარლამენტო კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის თანახმად, დეკრეტული და ბავშვის მოვლის შვებულების სახელმწიფო დახმარება ყადაღას აღარ დაექვემდებარება, რასაც დეპუტატ ზურაბ ქადაგიძის წინადადებით ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაც დაემატა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირაიმედინიუსი

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა.

კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიის თანახმად: ყადაღას არ დაექვემდებარება და შედეგად, აღსასრულებლად არ მიექცევა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება, მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობით.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა გაითვალისწინა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ წევრის, ზურაბ ქადაგიძის წინადადება, რომლის თანახმად, იმ შემთხვევების ჩამონათვალს, რომლის დროსაც დეკრეტული შვებულება დაყადაღებას არ ექვემდებარება, ემატება ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები