დავით მათიკაშვილი – ვენის კონვენცია ქვეყანის შიდა საქმებაში ჩარევას გამორჩეულად კრძალავს და ეს გასათვალისიწნებელია როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი ელჩებისთვის საქართველოში
დავით მათიკაშვილის განცხადებით, ვენის კონვენცია შიდა საქმეებში ჩარევას კრძალავს და ეს საქართველოში მოქმედმა და ყოფილმა ელჩებმა უნდა გაითვალისწინონ. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა დასავლელ დიპლომატებსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის გამართული შეხვედრა გააკრიტიკა.

ვენის კონვენცია ქვეყანის შიდა საქმებაში ჩარევას გამორჩეულად კრძალავს და ეს გასათვალისიწნებელია როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი ელჩებისთვის საქართველოში, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილა განაცხადა.
მისი თქმით, მცდელობაა, რომ კულუარულად, კარს მიღმა, საზოგადოების ინტერესის და საჯაროობის მიღმა გარკვეული შეხვედრები შედგეს რადიკალებთან.
„ოპოზიციის წარმომადგენლების საფრანგეთის ყოფილ ელჩთან შეხვედრა ადრეც გვინახავს. ვნახეთ ისიც, რომ თურმე გიორგი კანდელაკს გრანტს ტურისტული რუკების გამართვისთვის აძლევდა. ისიც ვიცით, ყბადაღებული „ნაცი“, დანაშაულებრივი პოლიტიკური პარტიის აპოლოგეტი გიორგი კანდელაკი როგორ დახარჯავდა ფულს ამ ტურისტული რუკების გამართვაში. როგორც ჩანს, დღესაც მცდელობაა, რომ რაღაც კულუარულად, კარს მიღმა, საზოგადოების ინტერესის და საჯაროობის მიღმა გარკვეული შეხვედრები შედგეს რადიკალებთან. ბუნებრივია, ვენის კონვენცია ამ ყველაფერს და ქვეყანის შიდა საქმებაში ჩარევას გამორჩეულად კრძალავს და ეს ყველაფერი გასათვალისიწნებელია როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი ელჩებისთვის საქართველოში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა გაიმართა. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი, გერმანიის ელჩი ბარბარა ფოსი და საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო ესწრებოდნენ. ოპოზიციის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობენ: ბადრი ჯაფარიძე („ლელო – ძლიერი საქართველო), ირაკლი ფავლენიშვილი („ნაციონალური მოძრაობა“), გიგა ბოკერია („ფედერალისტები“), ნიკა გვარამია („კოალიცია ცვლილებებისთვის“).
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„ოპოზიციის წარმომადგენლების საფრანგეთის ყოფილ ელჩთან შეხვედრა ადრეც გვინახავს. ვნახეთ ისიც, რომ თურმე გიორგი კანდელაკს გრანტს ტურისტული რუკების გამართვისთვის აძლევდა. ისიც ვიცით, ყბადაღებული „ნაცი“, დანაშაულებრივი პოლიტიკური პარტიის აპოლოგეტი გიორგი კანდელაკი როგორ დახარჯავდა ფულს ამ ტურისტული რუკების გამართვაში. როგორც ჩანს, დღესაც მცდელობაა, რომ რაღაც კულუარულად, კარს მიღმა, საზოგადოების ინტერესის და საჯაროობის მიღმა გარკვეული შეხვედრები შედგეს რადიკალებთან. ბუნებრივია, ვენის კონვენცია ამ ყველაფერს და ქვეყანის შიდა საქმებაში ჩარევას გამორჩეულად კრძალავს და ეს ყველაფერი გასათვალისიწნებელია როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი ელჩებისთვის საქართველოში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.