ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

"ევრობიუროკრატიის დანაშაულები მკაცრად გააკრიტიკეს" - ვატო შაქარიშვილი ბერძენი ევროპარლამენტარის გამოსვლას აზიარებს

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა სოციალურ ქსელში ბერძენი ევროპარლამენტარის გამოსვლა გააზიარა და ევრობიუროკრატია გააკრიტიკა, ხოლო ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის გამოსვლა „ტიტანიკის სცენას“ შეადარა.

"ევრობიუროკრატიის დანაშაულები მკაცრად გააკრიტიკეს" - ვატო შაქარიშვილი ბერძენი ევროპარლამენტარის გამოსვლას აზიარებს
"ევრობიუროკრატიის დანაშაულები მკაცრად გააკრიტიკეს" - ვატო შაქარიშვილი ბერძენი ევროპარლამენტარის გამოსვლას აზიარებსრუსთავი 2

"ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი საკუთარ "ფეისბუკზე" ბერძენი ევროპარლამენტარის მწვავე გამოსვლის ვიდეოს აზიარებს და პოსტს აქვეყნებს:

"გუშინ, ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის ყოველწლიური გამოსვლა - ხმამაღალი განცხადებები უკრაინის დახმარების შესახებ, კანადის ასოცირებულ წევრად მიპატიჟება და ევროკავშირის ძლევამოსილებაზე საუბარი, ჩაძირვის პირას მყოფი ტიტანიკის სცენას ჰგავდა, როდესაც აღსასრულის მოახლოების მიუხედავად ორკესტრი დაკვრას, მგზავრები კი ცეკვას განაგრძობენ...

ალაგ-ალაგ საღი აზრის ხმაც ისმოდა - რამდენიმე ევროპარლამენტარმა ფონ დერ ლაიენის და მთლიანად ევრობიუროკრატიის დანაშაულები მკაცრად გააკრიტიკეს...

იმ ადამიანებს მაინც მოვუსმინოთ, ვინც შიგნიდან ხედავს რეალურ სურათს და მაქსიმალურად შორს დავიჭიროთ თავი, დეგრადაციის შეუქცევად პროცესში მყოფი ევროკავშირისგან!!!"- წერს ვატო შაქარიშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გუშინ, ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის ყოველწლიური გამოსვლა - ხმამაღალი განცხადებები უკრაინის დახმარების შესახებ, კანადის ასოცირებულ წევრად მიპატიჟება და ევროკავშირის ძლევამოსილებაზე საუბარი, ჩაძირვის პირას მყოფი ტიტანიკის სცენას ჰგავდა, როდესაც აღსასრულის მოახლოების მიუხედავად ორკესტრი დაკვრას, მგზავრები კი ცეკვას განაგრძობენ... ალაგ-ალაგ საღი აზრის ხმაც ისმოდა - რამდენიმე ევროპარლამენტარმა ფონ დერ ლაიენის და მთლიანად ევრობიუროკრატიის დანაშაულები მკაცრად გააკრიტიკეს... იმ ადამიანებს მაინც მოვუსმინოთ, ვინც შიგნიდან ხედავს რეალურ სურათს და მაქსიმალურად შორს დავიჭიროთ თავი, დეგრადაციის შეუქცევად პროცესში მყოფი ევროკავშირისგან!!!“
ვატო შაქარიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.