ვატო შაქარიშვილი – ევროკომისია ევროპის კონტინენტის ეკონომიკურ, ღირებულებით თუ ფიზიკურ ნგრევას აწერს ხელს, ასეთ დროს დაუშვებელია, საქართველომ აღნიშნულ ინსტიტუტთან კავშირები განაგრძოს
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ შაქარიშვილი ევროკომისიას ევროპის ნგრევასა და ძალადობის დაფინანსებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საქართველომ აღნიშნულ ინსტიტუტთან კავშირები საერთოდ უნდა გაწყვიტოს და ქვეყნის ნეიტრალიტეტი უზრუნველყოს.

პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებებში არაერთხელ დეტალურად აღვწერეთ, რომ ევროპის ღრმა კრიზისების უკან „დიფ სთეითს“ სრულად დაქვემდებარებული ბიუროკრატია დგას, რომელიც მიზანმიმართულად ანგრევს ცალკეული სახელმწიფოების სუვერენიტეტს, შლის ქვეყნების იდენტობას და მათ მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ედრთმა ლიდერმა, ვახტანგ შაქარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში მსოფლიო აკვირდება ევროპის ქვეყნების მასშტაბით მიმდინარე მასობრივ არეულობებს, რასაც ათასობით ადამიანის, მათ შორის სამართალდამცველების დაშავება, მილიარდობით ევროს ზიანი და პოლიტიკური კრიზისები მოჰყვა.
„ამ ყველაფრის პარალელურად საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით დგინდება, რომ ევროკომისია – ევროკავშირის მთავარი აღმასრულებელი ინსტიტუტი, საფრანგეთსა და იტალიაში ძალადობრივ არეულობებთან დაკავშირებულ 5 ორგანიზაციას პირდაპირ აფინანსებდა. პოლონური, ესპანური და ბელგიური გამოცემების მიერ გაშუქებული საგამოძიებო მასალები ნათლად ადასტურებს, რომ ბრიუსელი საკუთარ კონტინენტზეც კი ძალადობას, დესტაბილიზაციასა და ქაოსს უწყობს ხელს. საუბარია მილიონობით ევროსა და შვეიცარიულ ფრანკზე, რაც ევროკავშირისა და ჯორჯ სოროსის ფონდებისგან იმ სუბიექტებს გადაეცემოდათ, რომლებიც უშუალოდ აორგანიზებდნენ დემონსტრაციებს, ახალისებდნენ პოლიციის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ ქმედებებს და პროცესების უმართავ მდგომარეობამდე მიყვანას. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ნაცნობი სცენარია: საზოგადოებამ იხილა ევროკავშირის ფონდებიდან დაფინანსებული პარტიების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებიდან საგამოძიებო უწყებების მიერ ამოღებული პიროტექნიკა, „მოლოტოვის კოქტეილები“ და სხვა სპეციალური საშუალებები, რომლებიც სხვადასხვა დროს გამართულ ე.წ. საპროტესტო აქციებზე ძალადობრივი ქმედებებისთვის იყო განკუთვნილი. აღსანიშნავია, რომ ევროკომისია ევროკავშირის შიდა და საგარეო პოლიტიკის წარმმართველია და ევროპარლამენტისგან განსხვავებით, რომელსაც მხოლოდ აბსურდული შინაარსის, კომიკური ხასიათის რეზოლუციების მიღება შეუძლია, გაცილებით ქმედითი ორგანოა. უკანასკნელი ცნობებით, სწორედ ევროკომისია აფინანსებდა საფრანგეთსა და იტალიაში ძალადობრივ არეულობებში ჩართულ ისეთ ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობა, მთლიანობაში, ევროპული იდენტობის და ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ არის მიმართული, ასევე მიზნად ისახავს ფსევდოლიბერალური ღირებულებების გავრცელებას, უკონტროლო მიგრაციის ნორმალიზებას და არსებული წესრიგის რღვევას“, – განაცხადა შაქარიშვილმა.
მისივე განცხადებით, საინტერესოა, რომ აღნიშნულ ხუთ ორგანიზაციას არა მხოლოდ ევროკომისია, არამედ სოროსის ფონდიც აფინანსებდა, რომლის დესტრუქციული ხასიათის, ეროვნული და ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების შესახებ საქართველოში უკვე ყველამ იცის.
„USAID, სოროსის ფონდი და სხვა მსგავსი ფინანსური ინსტიტუტები რომ სხვადასხვა ქვეყანაში არეულობის მოწყობისა და „დიფ სთეითის“ ინტერესების გატარებაზე არიან ორიენტირებული, ამაზე დონალდ ტრამპმა, ასევე მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმაც არაერთხელ ისაუბრეს და მათ წინააღმდეგ გამოძიების დაწყებაც კი დააანონსეს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სოროსის ფონდი ჩვეულ საქმიანობას ახლა უკვე ევროკომისიასთან ერთად განაგრძობს. იმ ფონზე, როდესაც ევრობიუროკრატები საკუთარ კონტინენტს საკუთარივე ხელით ანგრევენ, ნათელი ხდება, თუ რატომ შეიძლება ითხოვდნენ ისინი ჩვენი ქვეყნისგან ლგბტ პროპაგანდის დაშვებას, უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა თუ არასრულწლოვანთა და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონების გაუქმებას. უკვე ღიად დადასტურდა, რომ ევროკომისია, რომელიც ევროკავშირის შიდა და საგარეო პოლიტიკას წარმართავს, ძალადობრივ არეულობაში ჩართულ ჯგუფებს აფინანსებს, რაც მთლიანად ევროპისთვის – კატასტროფა, ჩვენი ქვეყნისთვის კი უდიდესი საფრთხის შემცველი პრეცედენტია. ბუნებრივია, მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატები საკუთარ ქვეყნებში ძალადობასა და არეულობას უწყობენ ხელს, საქართველოსთან მიმართებით კიდევ უფრო უხეშ, მძიმე შედეგების მომტან ნაბიჯებს კვლავ გადადგამენ. ბრიუსელი ამას აღარც მალავს და გვიცხადებს, რომ ევროკომისია გამოყოფს 38 მილიონ ევროს საქართველოში ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად. სინამდვილეში, ეს სხვა არაფერია, თუ არა ჩვენს ქვეყანაში მოქმედი აგენტურული ქსელის − პარტიების, „ენჯეოებისა“ და მათივე მედიასაშუალებების პირდაპირი დაფინანსება. აღნიშნული სცენარი ჩანასახშივე უნდა აღვკვეთოთ და არათუ „დიფ სთეითის“ მორჩილი ევრობიუროკრატების არცერთი მოთხოვნა თუ რეკომენდაცია არ უნდა გავითვალისწინოთ, არამედ მათთან ურთიერთობა საერთოდ უნდა გავწყვიტოთ. მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია ხელისუფლების ილუზია, თითქოს ბრიუსელთან ურთიერთობების შენარჩუნებით ან „გადატვირთვის“ ლოდინით რაიმე შეიცვლება. მაშინ, როდესაც ევროკომისია ევროპის კონტინენტის ეკონომიკურ, ღირებულებით თუ ფიზიკურ ნგრევას აწერს ხელს, დაუშვებელია საქართველომ აღნიშნულ ინსტიტუტთან კავშირები განაგრძოს. დროულად უნდა გავიაზროთ, რომ ევროპული ინტეგრაციის მავნე დოგმისგან საბოლოოდ გათავისუფლება და ქვეყნის ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფა ერთადერთი რეალისტური გზაა საქართველოს მშვიდობის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა შაქარიშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაევროპული ინტეგრაციის მავნე დოგმისგან საბოლოოდ გათავისუფლება და ქვეყნის ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფა არის ერთადერთი რეალისტური გზა - "ნეიტრალური საქართველო"
“ერთიანი ნეიტრალური საქართველო”: „ევროპის ღრმა კრიზისების უკან „დიფ სთეითს“ სრულად დაქვემდებარებული ბიუროკრატია დგას, რომელიც მიზანმიმართულად ანგრევს ცალკეული სახელმწიფოების სუვერენიტეტს, შლის ქვეყნების იდენტობას და მათ მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს“
ციტატები სტატიიდან
„ამ ყველაფრის პარალელურად საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით დგინდება, რომ ევროკომისია – ევროკავშირის მთავარი აღმასრულებელი ინსტიტუტი, საფრანგეთსა და იტალიაში ძალადობრივ არეულობებთან დაკავშირებულ 5 ორგანიზაციას პირდაპირ აფინანსებდა. პოლონური, ესპანური და ბელგიური გამოცემების მიერ გაშუქებული საგამოძიებო მასალები ნათლად ადასტურებს, რომ ბრიუსელი საკუთარ კონტინენტზეც კი ძალადობას, დესტაბილიზაციასა და ქაოსს უწყობს ხელს. საუბარია მილიონობით ევროსა და შვეიცარიულ ფრანკზე, რაც ევროკავშირისა და ჯორჯ სოროსის ფონდებისგან იმ სუბიექტებს გადაეცემოდათ, რომლებიც უშუალოდ აორგანიზებდნენ დემონსტრაციებს, ახალისებდნენ პოლიციის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ ქმედებებს და პროცესების უმართავ მდგომარეობამდე მიყვანას. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ნაცნობი სცენარია: საზოგადოებამ იხილა ევროკავშირის ფონდებიდან დაფინანსებული პარტიების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებიდან საგამოძიებო უწყებების მიერ ამოღებული პიროტექნიკა, „მოლოტოვის კოქტეილები“ და სხვა სპეციალური საშუალებები, რომლებიც სხვადასხვა დროს გამართულ ე.წ. საპროტესტო აქციებზე ძალადობრივი ქმედებებისთვის იყო განკუთვნილი. აღსანიშნავია, რომ ევროკომისია ევროკავშირის შიდა და საგარეო პოლიტიკის წარმმართველია და ევროპარლამენტისგან განსხვავებით, რომელსაც მხოლოდ აბსურდული შინაარსის, კომიკური ხასიათის რეზოლუციების მიღება შეუძლია, გაცილებით ქმედითი ორგანოა. უკანასკნელი ცნობებით, სწორედ ევროკომისია აფინანსებდა საფრანგეთსა და იტალიაში ძალადობრივ არეულობებში ჩართულ ისეთ ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობა, მთლიანობაში, ევროპული იდენტობის და ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ არის მიმართული, ასევე მიზნად ისახავს ფსევდოლიბერალური ღირებულებების გავრცელებას, უკონტროლო მიგრაციის ნორმალიზებას და არსებული წესრიგის რღვევას“
„USAID, სოროსის ფონდი და სხვა მსგავსი ფინანსური ინსტიტუტები რომ სხვადასხვა ქვეყანაში არეულობის მოწყობისა და „დიფ სთეითის“ ინტერესების გატარებაზე არიან ორიენტირებული, ამაზე დონალდ ტრამპმა, ასევე მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმაც არაერთხელ ისაუბრეს და მათ წინააღმდეგ გამოძიების დაწყებაც კი დააანონსეს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სოროსის ფონდი ჩვეულ საქმიანობას ახლა უკვე ევროკომისიასთან ერთად განაგრძობს. იმ ფონზე, როდესაც ევრობიუროკრატები საკუთარ კონტინენტს საკუთარივე ხელით ანგრევენ, ნათელი ხდება, თუ რატომ შეიძლება ითხოვდნენ ისინი ჩვენი ქვეყნისგან ლგბტ პროპაგანდის დაშვებას, უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა თუ არასრულწლოვანთა და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონების გაუქმებას. უკვე ღიად დადასტურდა, რომ ევროკომისია, რომელიც ევროკავშირის შიდა და საგარეო პოლიტიკას წარმართავს, ძალადობრივ არეულობაში ჩართულ ჯგუფებს აფინანსებს, რაც მთლიანად ევროპისთვის – კატასტროფა, ჩვენი ქვეყნისთვის კი უდიდესი საფრთხის შემცველი პრეცედენტია. ბუნებრივია, მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატები საკუთარ ქვეყნებში ძალადობასა და არეულობას უწყობენ ხელს, საქართველოსთან მიმართებით კიდევ უფრო უხეშ, მძიმე შედეგების მომტან ნაბიჯებს კვლავ გადადგამენ. ბრიუსელი ამას აღარც მალავს და გვიცხადებს, რომ ევროკომისია გამოყოფს 38 მილიონ ევროს საქართველოში ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად. სინამდვილეში, ეს სხვა არაფერია, თუ არა ჩვენს ქვეყანაში მოქმედი აგენტურული ქსელის − პარტიების, „ენჯეოებისა“ და მათივე მედიასაშუალებების პირდაპირი დაფინანსება. აღნიშნული სცენარი ჩანასახშივე უნდა აღვკვეთოთ და არათუ „დიფ სთეითის“ მორჩილი ევრობიუროკრატების არცერთი მოთხოვნა თუ რეკომენდაცია არ უნდა გავითვალისწინოთ, არამედ მათთან ურთიერთობა საერთოდ უნდა გავწყვიტოთ. მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია ხელისუფლების ილუზია, თითქოს ბრიუსელთან ურთიერთობების შენარჩუნებით ან „გადატვირთვის“ ლოდინით რაიმე შეიცვლება. მაშინ, როდესაც ევროკომისია ევროპის კონტინენტის ეკონომიკურ, ღირებულებით თუ ფიზიკურ ნგრევას აწერს ხელს, დაუშვებელია საქართველომ აღნიშნულ ინსტიტუტთან კავშირები განაგრძოს. დროულად უნდა გავიაზროთ, რომ ევროპული ინტეგრაციის მავნე დოგმისგან საბოლოოდ გათავისუფლება და ქვეყნის ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფა ერთადერთი რეალისტური გზაა საქართველოს მშვიდობის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…