ვატო შაქარაშვილი – ევროპარლამენტის რეზოლუციები აბსოლუტურად უსამართლო დამოკიდებულება და ორმაგი სტანდარტია საქართველოსთან მიმართებაში
ვატო შაქარიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციები საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტია, ხოლო თავად ევროკავშირი საბჭოთა კავშირის მიწურულის მსგავს გაერთიანებას დაემსგავსა და ქვეყანაში „ვასალური ხელისუფლების“ ხილვა სურს.

ევროკავშირი დღეს არის საბჭოთა კავშირის ბოლო წლების, მიწურულის მსგავსი გაერთიანება. ეს რეზოლუციები აბსოლუტურად უსამართლო დამოკიდებულებაა საქართველოსთან მიმართებაში და ორმაგი სტანდარტი, – განაცხადა პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“.
„ის, რომ ევროკავშირს სურს საქართველოში ვასალური ხელისუფლება, ეს გასაგებია, საზოგადოებამ ეს თავისი თვალით იხილა და ჩვენ ამაზე ბევრს ვლაპარაკობთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ევროკავშირის და ევროპის ზოგადად დაავადების მხოლოდ ერთ-ერთი სიმპტომი. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ დღეს, გლობალურად ევროკავშირი იმ ფორმაციით და იმ ფორმით, რა მდგომარეობაშიც დღეს იმყოფება, დანარჩენ სამყაროს ვერ სთავაზობს მიმზიდველ მოდელს. განსაკუთრებით, ამ მულტიპოლარული სამყაროს ფორმირების ფონზე ის კარგავს გავლენას და არც ეკონომიკური თვალსაზრისით, არც პოლიტიკური თვალსაზრისით, არც უსაფრთხოების თვალსაზრისით და არც ღირებულებითი თვალსაზრისით ის არ არის მიმზიდველი გაერთიანება“, – განაცხადა შაქარაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს, საზოგადოება დააჯეროს, რომ ის, რაც არ არის სიკეთის მომტანი თავად კონტინენტური ევროპისთვის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის, თურმე, მთელი ეს მანქანა იმისთვის მუშაობს, რომ საქართველოს მოუტანოს სიკეთე.
„ეს, რა თქმა უნდა, არის იმ სიცრუის გაგრძელება, რასაც სამწუხაროდ, ეს ადამიანები, მთლიანად ფართო აგენტურული ქსელი წლების განმავლობაში ემსახურება. საერთოდ, მე ვფიქრობ, ეს ადამიანები თითოეულ გამოსვლას საჯარო სივრცეში უნდა იწყებდნენ ბოდიშით. იმიტომ, რომ ჯერ კიდევ 2022 წელს საქართველოს მოსახლეობას არწმუნებდნენ, რომ რუსეთი უკვე დამარცხებული იყო, ჩამოშლილი იყო, საქართველო რაღაც დიდ გამარჯვებაში მონაწილეობის შანსს კარგავდა და მოგვიწოდებდნენ, სასწრაფოდ გაგვეხსნა მეორე ფრონტი, მაგრამ ვხედავთ, რომ გლობალური ნავთობის ბაზრებზე შექმნილი კრიზისის შესამსუბუქებლად აშშ-ის პრეზიდენტმა თხოვნით მიმართა რუსეთს, ის საკუთარ ქვეყანაში და საერთაშორისოდაც ამაყობს იმით, რომ ასეთ დიდ შეთანხმებას მიაღწია და რუსეთი განახორციელებს მილიონობით ტონა დიზელის ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე, ეს ხალხი კი დღესაც იმავე რიტორიკას აგრძელებს და გვექაჩება წარსულში. ეს რეალურად, წარსულში დაბრუნებაა. ევროკავშირი დღეს არის საბჭოთა კავშირის ბოლო წლების, მიწურულის მსგავსი გაერთიანება, ორგანიზაცია. ეს რეზოლუციებიც, მათი ეს რაღაც ხმამაღალი პათეტიკური განცხადებები და ასე შემდეგ, ჰგავს ტიტანიკის სცენას, როდესაც გემი იძირება, მაგრამ მუსიკა ისევ უკრავს და მგზავრები აგრძელებენ ცეკვას“, – განაცხადა შაქარიშვილმა.
როგორც შაქარიშვილმა აღნიშნა, ევროკავშირში კრიზისი არის უმძიმესი და არის ყველა მიმართულებით.
13.10.2026
დისკუსია აქტუალურ თემაზე – ბრიუსელის პოლიტიკური სტანდარტები #LIVE
„ეს აღწერილი აქვს ძალიან კარგად საკუთარ წიგნში ფრანგ ისტორიკოსს, ემანუელ ტოდს, რომელსაც ჰქვია „დასავლეთის მარცხი“ და ამას ბევრად უფრო ღრმა საფუძვლები აქვს, ვიდრე რომელიმე ევრობიუროკრატიას, როგორც ვთქვათ, ხელისუფლება წარმოაჩენს ხოლმე, რომ აი, ახლა ეს ევრობიუროკრატია შეიცვლება, ფონ დერ ლაიენი აღარ იქნება და ყველაფერი ისევ შესანიშნავად იქნება. არაფერი არ შეიცვლება, ეს არის ილუზია და ფუჭი მოლოდინი. ილუზიაზე საგარეო პოლიტიკის აგება არის დიდი შეცდომა, თუ არა დანაშაული. საჭიროა ამ ილუზიიდან გამოფხიზლება. ევროკავშირში თუ რამე შეიცვლება უახლოეს მომავალში და უახლეს წლებში, შეიცვლება უარესობისკენ და არა პოზიტიურისკენ, რადგან იქ არის უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი. ამ ეკონომიკურ კრიზისებს და სოციალურ კრიზისებს ზედ აწვება გაზრდილი მილიტარიზაციის ხარჯები და ომის რიტორიკა“, – განაცხადა შაქარიშვილმა.
მისივე თქმით, მთელ ევროპაში და განსაკუთრებით, საფრანგეთში მიმდინარეობს მასობრივი, ფართომასშტაბიანი საყოველთაო აქციები, რისი საფუძველიც გახდა ის, რომ საფრანგეთის სკოლებში არის უმძიმესი ვითარება, ზამთარი მოდის და სკოლებში არ აქვთ გათბობა.
„სკოლებში არ აქვთ გათბობა და ამის გამო დაიწყო პროტესტი. ნაცვლად იმისა, საფრანგეთის ხელისუფლებამ ფული ჩაასხას ამ პრობლემის მოსაგვარებლად, სკოლებში ამ ინფრასტრუქტურული და სისტემური პრობლემების მოგვარების ნაცვლად, მაკრონი და საფრანგეთის მთავრობა, რომელიც არ ეკუთვნის ფრანგ ხალხს, არამედ ეკუთვნის მულტინაციონალურ კორპორაციებს, ისევე, როგორც ევროკავშირის ხელისუფლება და ბიუროკრატია, როგორც მას ვუწოდებთ, ფულს უღებს ფრანგ ხალხს და აგზავნის უკრაინაში, რათა ეს ომი გაგრძელდეს უკანასკნელი უკრაინელის სიცოცხლემდე. ჩვენ ვართ იმ სცენარის წინააღმდეგი, რომ დაპირისპირების ეპიცენტრი მომავალში არ გახდეს საქართველო და არ მოხდეს დიდ ძალთა შეჯახების ფოკუსირება კვლავ საქართველოში, როგორც ეს არა ერთხელ მოხდა და მოხდა აგერ 2008 წელს. ვიცით კარგად, როგორ დაგვეხმარა მაშინ ჩვენ კოლექტიური დასავლეთი და ვინ იბრძოლა ჩვენ მაგივრად რუსეთის წინააღმდეგ, როდესაც სამ თვეში ფრანგებმა მისტრალი მიყიდეს რუსეთს“, – განაცხადა შაქარიშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„ის, რომ ევროკავშირს სურს საქართველოში ვასალური ხელისუფლება, ეს გასაგებია, საზოგადოებამ ეს თავისი თვალით იხილა და ჩვენ ამაზე ბევრს ვლაპარაკობთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ევროკავშირის და ევროპის ზოგადად დაავადების მხოლოდ ერთ-ერთი სიმპტომი. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ დღეს, გლობალურად ევროკავშირი იმ ფორმაციით და იმ ფორმით, რა მდგომარეობაშიც დღეს იმყოფება, დანარჩენ სამყაროს ვერ სთავაზობს მიმზიდველ მოდელს. განსაკუთრებით, ამ მულტიპოლარული სამყაროს ფორმირების ფონზე ის კარგავს გავლენას და არც ეკონომიკური თვალსაზრისით, არც პოლიტიკური თვალსაზრისით, არც უსაფრთხოების თვალსაზრისით და არც ღირებულებითი თვალსაზრისით ის არ არის მიმზიდველი გაერთიანება“
„ეს, რა თქმა უნდა, არის იმ სიცრუის გაგრძელება, რასაც სამწუხაროდ, ეს ადამიანები, მთლიანად ფართო აგენტურული ქსელი წლების განმავლობაში ემსახურება. საერთოდ, მე ვფიქრობ, ეს ადამიანები თითოეულ გამოსვლას საჯარო სივრცეში უნდა იწყებდნენ ბოდიშით. იმიტომ, რომ ჯერ კიდევ 2022 წელს საქართველოს მოსახლეობას არწმუნებდნენ, რომ რუსეთი უკვე დამარცხებული იყო, ჩამოშლილი იყო, საქართველო რაღაც დიდ გამარჯვებაში მონაწილეობის შანსს კარგავდა და მოგვიწოდებდნენ, სასწრაფოდ გაგვეხსნა მეორე ფრონტი, მაგრამ ვხედავთ, რომ გლობალური ნავთობის ბაზრებზე შექმნილი კრიზისის შესამსუბუქებლად აშშ-ის პრეზიდენტმა თხოვნით მიმართა რუსეთს, ის საკუთარ ქვეყანაში და საერთაშორისოდაც ამაყობს იმით, რომ ასეთ დიდ შეთანხმებას მიაღწია და რუსეთი განახორციელებს მილიონობით ტონა დიზელის ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე, ეს ხალხი კი დღესაც იმავე რიტორიკას აგრძელებს და გვექაჩება წარსულში. ეს რეალურად, წარსულში დაბრუნებაა. ევროკავშირი დღეს არის საბჭოთა კავშირის ბოლო წლების, მიწურულის მსგავსი გაერთიანება, ორგანიზაცია. ეს რეზოლუციებიც, მათი ეს რაღაც ხმამაღალი პათეტიკური განცხადებები და ასე შემდეგ, ჰგავს ტიტანიკის სცენას, როდესაც გემი იძირება, მაგრამ მუსიკა ისევ უკრავს და მგზავრები აგრძელებენ ცეკვას“
„ეს აღწერილი აქვს ძალიან კარგად საკუთარ წიგნში ფრანგ ისტორიკოსს, ემანუელ ტოდს, რომელსაც ჰქვია „დასავლეთის მარცხი“ და ამას ბევრად უფრო ღრმა საფუძვლები აქვს, ვიდრე რომელიმე ევრობიუროკრატიას, როგორც ვთქვათ, ხელისუფლება წარმოაჩენს ხოლმე, რომ აი, ახლა ეს ევრობიუროკრატია შეიცვლება, ფონ დერ ლაიენი აღარ იქნება და ყველაფერი ისევ შესანიშნავად იქნება. არაფერი არ შეიცვლება, ეს არის ილუზია და ფუჭი მოლოდინი. ილუზიაზე საგარეო პოლიტიკის აგება არის დიდი შეცდომა, თუ არა დანაშაული. საჭიროა ამ ილუზიიდან გამოფხიზლება. ევროკავშირში თუ რამე შეიცვლება უახლოეს მომავალში და უახლეს წლებში, შეიცვლება უარესობისკენ და არა პოზიტიურისკენ, რადგან იქ არის უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი. ამ ეკონომიკურ კრიზისებს და სოციალურ კრიზისებს ზედ აწვება გაზრდილი მილიტარიზაციის ხარჯები და ომის რიტორიკა“
„სკოლებში არ აქვთ გათბობა და ამის გამო დაიწყო პროტესტი. ნაცვლად იმისა, საფრანგეთის ხელისუფლებამ ფული ჩაასხას ამ პრობლემის მოსაგვარებლად, სკოლებში ამ ინფრასტრუქტურული და სისტემური პრობლემების მოგვარების ნაცვლად, მაკრონი და საფრანგეთის მთავრობა, რომელიც არ ეკუთვნის ფრანგ ხალხს, არამედ ეკუთვნის მულტინაციონალურ კორპორაციებს, ისევე, როგორც ევროკავშირის ხელისუფლება და ბიუროკრატია, როგორც მას ვუწოდებთ, ფულს უღებს ფრანგ ხალხს და აგზავნის უკრაინაში, რათა ეს ომი გაგრძელდეს უკანასკნელი უკრაინელის სიცოცხლემდე. ჩვენ ვართ იმ სცენარის წინააღმდეგი, რომ დაპირისპირების ეპიცენტრი მომავალში არ გახდეს საქართველო და არ მოხდეს დიდ ძალთა შეჯახების ფოკუსირება კვლავ საქართველოში, როგორც ეს არა ერთხელ მოხდა და მოხდა აგერ 2008 წელს. ვიცით კარგად, როგორ დაგვეხმარა მაშინ ჩვენ კოლექტიური დასავლეთი და ვინ იბრძოლა ჩვენ მაგივრად რუსეთის წინააღმდეგ, როდესაც სამ თვეში ფრანგებმა მისტრალი მიყიდეს რუსეთს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.