ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვის მხარესაა ივანიშვილი და რატომ შეხვდა მოულოდნელად უმრავლესობას? – კახა კახიშვილი

ქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

ყოფილი პარლამენტარი კახა კახიშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა უმრავლესობასთან პარტიაში გაჩენილი შფოთვის ჩასაქრობად დაიგეგმა. მისი მტკიცებით, „ქართული ოცნება“ დღეს რამდენიმე დაჯგუფებად არის დაყოფილი და სიაში ადამიანები პირადი კავშირებით ხვდებოდნენ.

ვის მხარესაა ივანიშვილი და რატომ შეხვდა მოულოდნელად უმრავლესობას? – კახა კახიშვილი
ვის მხარესაა ივანიშვილი და რატომ შეხვდა მოულოდნელად უმრავლესობას? – კახა კახიშვილიალია

ყოფილი პარლამენტარი, კახა კახიშვილი, “ჯორჯიან თაიმსთან”, კითხვას: – ვის მხარეს არის ივანიშვილი და რატომ შეხვდა მოულოდნელად უმრავლესობას, რა საკითხებზე ისაუბრა, ვისი მხარე დაიჭირა ღარიბაშვილ–კობახიძის მკლავჭიდში? – ასე პასუხობს:

მე ვფიქრობ, რომ ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ფაქტობრივად ძალიან სერიოზულად დააბნია ქართული ოცნების მხარდამჭერები. ერთი, რომ დაპატიმრებები, მეორე, ის პოლიტიკა, რაღაც გაუგებარი, საკმაოდ ხისტი და ზოგჯერ დაუსაბუთებელი, მესამე, – ასევე კითხვები გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ არ მიულოცა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ქართულ ოცნებას ტრადიციულად პირველი ოქტომბერი, მეოთხე მდინარაძის წასვლა…

თავად ქართულ ოცნებაშიც ბევრი კითხვა გაჩნდა და შფოთვა იგრძნობოდა ქართული ოცნების მხარდამჭერთა ჯგუფშიც. შესაბამისად, როგორც ჩანს, პარტიის ხელმძღვანელმა პირებმა განუმარტეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ მისი გამოჩენა საქვეყნოდ, განსაკუთრებით პარტიის ოფისში, თბილისის ფორმატში ძალიან კარგი იქნებოდა მათთვის და ამით იყო განპირობებული, ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობასთან, აღმასრულებელ ხელისუფლების წარმომადგენლებთან და რა თქმა უნდა, ანონსი პრესაში, რომ აგერ ბიძინა ივანიშვილი პარტიაში ისევ ისე არის ჩართული, როგორც იყო ჩართული. ამითი შეეცადნენ ის კითხვები და შფოთვა, რომელიც იყო სახეზე ქართული ოცნების მხარდამჭერებში ჩაექროთ.

თუმცა მეორე საკითხია ახლა კონკრეტულად რაზე მიდიოდა საუბარი, ხო? ჩვენ ზუსტად, რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ ფაქტია, რომ კითხვის ნიშნები ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა, როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებასაც. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მდინარაძის მოულოდნელ წასვლასთან დაკავშირებით – ჩვენ ძაან კარგად ვიცით, რომ ღარიბაშვილისგან განსხვავებით, რომელსაც არ ჰყავდა დიდი დასაყრდენი საქართველოს პარლამენტის უმრავლესობაში, მდინარაძეს ჰყავდა დასაყრდენი პარლამენტის შემადგენლობაში, ვინაიდან და რადგანაც, ბოლო პერიოდში, იგრძნობოდა ტენდენცია, რომ აქცენტს უფრო თავის მეგობრებზე და მეგობრების სიაში ჩაწერაზე უფრო აკეთებდნენ, ვიდრე ქართული ოცნების შემადგენლობიდან აერჩიათ და ჩაესვათ პარლამენტის სიაში, ხომ? ჩვენ ვხედავთ ძალიან ბევრ სახეს, რომელსაც საერთოდ ქართული ოცნების ოფისი თუ არსებობდა და სად არსებობდა, ისიც არ იცოდნენ, მანამდე, სანამ სიაში არ ჩასვეს და არ გახდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები.

ბუნებრივია, მდინარაძის მოულოდნელი წასვლით ამათმა ისიც გაიაზრეს, რომ ეს არის მათი საბოლოო საპარლამენტო ვადა – ამ ქართული ოცნების სიას ვგულისხმობ და მეორე ისიც, რომ ახლა ხომ არ დაიწყება, დავუშვათ, კონკრეტულად რაღაცა ტიპის შევიწროვება. ფაქტობრივად იმას ელოდნენ, რასაც ესენი უკეთებდნენ ღარიბაშვილი, ლილუაშვილის მხარდამჭერებს, ფიქრობდნენ, რომ მათ მიმართაც იგივე დაიწყებოდა. მით უმეტეს, როდესაც საპარლამენტო სკამი იძლევა იმის საშუალებას, რომ გქონდეს იმუნიტეტი – აღმასრულებელ ხელისუფლებაში ძალიან მარტივია ადამიანს დაემშვიდობო, ერთი ბრძანებაა და ნებისმიერ მინისტრს სამსახურიდან მოხსნი, მაგრამ საკანონმდებლო ხელისუფლებაში, როდესაც საპარლამენტო დეპუტატია, ესე მარტივად ვერ გაუშვებ პარლამენტიდან ადამიანს, მას იმუნიტეტი იცავს და შესაბამისად ზოგჯერ უფრო ფრთხილი მიდგომაა საჭირო დეპუტატების მიმართ, მით უმეტეს, როდესაც ისინი ჯგუფი არიან, ვიდრე დავუშვათ აღმასრულებელი ხელისუფლებაში დასაქმებულ ადამიანს.

აი ეს ყველაფერი ამას ემსახურებოდა, – ერთის მხრივ რაღაცა დაწყნარებას, მეორეს მხრივ ფილიგრანული მუშაობაა საჭირო ეხლა, რომ ისედაც მყიფე სიტუაციაა. მარტო ბიძინარაძის კი არ ჰყავდა იქ თავისი შემადგენლობა პარლამენტში, იქ სხვა ადამიანებსაც ჰყავთ, იმიტომ, რომ სამწუხაროდ უკვე იყო ის ტენდენცია, როდესაც ქართული ოცნების სიაში დამსახურების მიხედვით კი არ ხვდებოდი ქართული ოცნების წინაშე ან ხალხის წინაშე, კონკრეტულად რაღაცა ლიდერის მიმართ ანგარიშვალდებული. აი, ხარ ვიღაცის, დავუშვათ, ძმაკაცი, ან ხარ ვიღაცის ძმაკაცის ცოლის ძმა ან ვიღაცის მეგობარი, ან კლასელი, ჯგუფელი, ყოფილი თანაშემწე, მდივანი და ასე შემდეგ და ესე იწერებოდნენ სიაში.

რამოდენიმე დაჯგუფებათაა დღეს ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობაში დეპუტატები დაყოფილი. ძალიან პატარა ნაწილია, რომელიც ქართული ოცნების შემადგენლობიდან არის პარლამენტში წარმოდგენილი და ისიც ნახეთ თქვენ, ნახევარზე ისე დაარწმუნეს ბიძინა ივანიშვილო, თითქოს რაღაცა ოპოზიციური ფლანგი უნდათ შეექმნათ და სუბარი და ვიღაცეები ხუნდაძე გადაიყვანეს იმ ფლანგში, თითქოს და ის ოპოზიციური ფლანგი რომ შექმნან მომავლისთვის, ნაწილი ჩრდილში ყავთ, მაგალითად თეა წულუკიანი და დანარჩენები ჩრდილში ყავთ, ხო? და ძირითადად პლანზე არიან ესენი და რეალურად ეხლა ამიტომაც დაჭირდათ ცოტა ისეთი ფილიგრანული მუშაობა, რომ ეს შოშმინი არ გადაიზარდოს უფრო მეტ პრობლემებში, ისედაც ბევრია ქვეყნაში პრობლემა და აი, ეს არის ჩემი ხედვა ამასთან დაკავშირებით.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიმდინარე აქტუალური თემები, შიდა და საგარეო პოლიტიკური საკითხები - პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომა "ქართული ოცნების" ოფისში, რომელსაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები