გიორგი გაბუნია - პარიზში და სხვადასხვა ქალაქში მომხდარი ძალადობა ევროკომისიამ დაგმო, მაშინ, როდესაც საქართველოში ანალოგიურ პროცესებზე ერთი განცხადებაც ვერ ვნახეთ - აღმოჩნდა, რომ კეთილდღეობა, უსაფრთხოება, რასაც ევროპაში ვეძებდით, არ არის
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია აცხადებს, რომ ევროკომისიამ პარიზში მომხდარი ძალადობა დაგმო, თბილისში 4 ოქტომბრის მოვლენებზე კი განცხადება არ გაუკეთებია. მისი თქმით, ევროკავშირს ხელმოცარული პოლიტიკოსები მართავენ და კონტინენტი კრიზისამდე მიიყვანეს.

რასაც ჩვენ ვეძებდით წლების განმავლობაში ევროპაში, კეთილდღეობა, უსაფრთხოება, რეალურად აღმოჩნდა, რომ არცერთია და არც მეორე, - ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ ჟურნალისტებთან ევროპის დედაქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით მაშინ, როცა ევროპული სტრუქტურები ახლა ძალადობაზე ღიად საუბრობენ, თბილისში განვითარებულ მსგავს პროცესებზე რეაგირება არ ჰქონდათ.
„ჩვენ ვხედავთ, როგორი უმძიმესი მოვლენები განვითარდა ბოლო დღეების განმავლობაში ევროპაში, განსაკუთრებით საფრანგეთში. და ეს პროცესები კიდევ ერთხელ გვანახებს, თუ როგორი მყიფეა პოლიტიკური მდგომარეობა ევროპაში.
ის რასაც ჩვენ ვეძებდით წლების განმავლობაში ევროპაში, კეთილდღეობა, უსაფრთხოება, რეალურად აღმოჩნდა, რომ არცერთია და არც მეორე. ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს, ქართულ სახელმწიფოს თავად შეუძლია შექმნას რეალურად უკეთესი კეთილდღეობაც და უკეთესი უსაფრთხოებაც. ალბათ მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმდება, ვინაიდან ის პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებდა ევრობიუროკრატია ბოლო წლების განმავლობაში, არის ის უმძიმესი პოლიტიკური ჩიხი, უმძიმესი ეკონომიკური, პოლიტიკური კრიზისი, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს. აი ის აბსოლუტურად ხელმოცარული და უუნარო პოლიტიკოსები, რომლებიც მართავენ ევროკავშირს, დღეს მიიყვანეს ეს კონტინენტი უმძიმეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისამდე. ვხედავთ, რომ ევროპა ღარიბდება და ის ათწლეულების განმავლობაში ნაგროვი დოვლათი ევროპელებისა ნიავდება აი ამ აბსოლუტურად გაუგებარი პოლიტიკოსების გაუგებარი პოლიტიკით. შედეგად მიიღეს უმძიმესი სოციალური ფონი და ამ სოციალური ფონიდან გამოწვეული ძალიან მწვავე პროტესტი.
ჩვენი შეფასება ამ პროცესებისა არის შემდეგი, რომ ის ძალადობა, რომელიც ჩვენ ვნახეთ პარიზში და სხვადასხვა ქალაქში, იქნა დაგმობილი ევროკომისიის მხრიდან, ჩვენ ვნახეთ განცხადება ამასთან დაკავშირებით, მათ შორის ტირანაში და ალბანეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ევროკომისიამ დაგმო ძალადობა და ჩვენ გავიგეთ, რომ თურმე ევროკომისიას ადარდებს ძალადობა. მაშინ, როდესაც საქართველოში ზუსტად ანალოგიურ პროცესებში, 4 ოქტომბრის ღამეს ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა დააზიანეს სკვერები, დააზიანეს მათ შორის კერძო ბიზნესები, კაფეები გადაწვეს, ცეცხლი წაუკიდეს კერძო მესაკუთრეების ინვენტარს და სხვადასხვა ქონებას, ერთი განცხადებაც კი ვერ ვნახეთ ამასთან დაკავშირებით ან შეშფოთების ან აღშფოთების. სად არიან ახლა ის პოლიტიკოსები, სად არიან ის ევროპარლამენტარები, რომლებიც ჩამოდიოდნენ თბილისში და მხარდაჭერას უცხადებდნენ ძალადობას. მხარდაჭერას უცხადებდნენ იმ ანტიდემოკრატიულ, ანტიკონსტიტუციურ პროცესებს, რომელსაც ჩვენ ვხედავდით თბილისში თვეების განმავლობაში. სად არიან ახლა ეს პოლიტიკოსები? ზურაბიშვილი სად არის? დემოკრატიის დამცველი ზურაბიშვილი რატომ არ მიდის ახლა საფრანგეთში და რატომ არ მიუძღვება აქციის მონაწილეებს მაკრონის ხელისუფლების წინააღმდეგ“? - განაცხადა გაბუნიამ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ ვხედავთ, როგორი უმძიმესი მოვლენები განვითარდა ბოლო დღეების განმავლობაში ევროპაში, განსაკუთრებით საფრანგეთში. და ეს პროცესები კიდევ ერთხელ გვანახებს, თუ როგორი მყიფეა პოლიტიკური მდგომარეობა ევროპაში. ის რასაც ჩვენ ვეძებდით წლების განმავლობაში ევროპაში, კეთილდღეობა, უსაფრთხოება, რეალურად აღმოჩნდა, რომ არცერთია და არც მეორე. ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს, ქართულ სახელმწიფოს თავად შეუძლია შექმნას რეალურად უკეთესი კეთილდღეობაც და უკეთესი უსაფრთხოებაც. ალბათ მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმდება, ვინაიდან ის პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებდა ევრობიუროკრატია ბოლო წლების განმავლობაში, არის ის უმძიმესი პოლიტიკური ჩიხი, უმძიმესი ეკონომიკური, პოლიტიკური კრიზისი, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს. აი ის აბსოლუტურად ხელმოცარული და უუნარო პოლიტიკოსები, რომლებიც მართავენ ევროკავშირს, დღეს მიიყვანეს ეს კონტინენტი უმძიმეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისამდე. ვხედავთ, რომ ევროპა ღარიბდება და ის ათწლეულების განმავლობაში ნაგროვი დოვლათი ევროპელებისა ნიავდება აი ამ აბსოლუტურად გაუგებარი პოლიტიკოსების გაუგებარი პოლიტიკით. შედეგად მიიღეს უმძიმესი სოციალური ფონი და ამ სოციალური ფონიდან გამოწვეული ძალიან მწვავე პროტესტი. ჩვენი შეფასება ამ პროცესებისა არის შემდეგი, რომ ის ძალადობა, რომელიც ჩვენ ვნახეთ პარიზში და სხვადასხვა ქალაქში, იქნა დაგმობილი ევროკომისიის მხრიდან, ჩვენ ვნახეთ განცხადება ამასთან დაკავშირებით, მათ შორის ტირანაში და ალბანეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ევროკომისიამ დაგმო ძალადობა და ჩვენ გავიგეთ, რომ თურმე ევროკომისიას ადარდებს ძალადობა. მაშინ, როდესაც საქართველოში ზუსტად ანალოგიურ პროცესებში, 4 ოქტომბრის ღამეს ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა დააზიანეს სკვერები, დააზიანეს მათ შორის კერძო ბიზნესები, კაფეები გადაწვეს, ცეცხლი წაუკიდეს კერძო მესაკუთრეების ინვენტარს და სხვადასხვა ქონებას, ერთი განცხადებაც კი ვერ ვნახეთ ამასთან დაკავშირებით ან შეშფოთების ან აღშფოთების. სად არიან ახლა ის პოლიტიკოსები, სად არიან ის ევროპარლამენტარები, რომლებიც ჩამოდიოდნენ თბილისში და მხარდაჭერას უცხადებდნენ ძალადობას. მხარდაჭერას უცხადებდნენ იმ ანტიდემოკრატიულ, ანტიკონსტიტუციურ პროცესებს, რომელსაც ჩვენ ვხედავდით თბილისში თვეების განმავლობაში. სად არიან ახლა ეს პოლიტიკოსები? ზურაბიშვილი სად არის? დემოკრატიის დამცველი ზურაბიშვილი რატომ არ მიდის ახლა საფრანგეთში და რატომ არ მიუძღვება აქციის მონაწილეებს მაკრონის ხელისუფლების წინააღმდეგ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.