ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი გაბუნია ევროკომისიის სკანდალზე: ევროპელებისთვის ალბათ გამაოგნებელია ეს ამბავი, თუმცა ჩვენთვის არახალია, ვინაიდან ძალიან კარგად ვიცით, არაერთხელ დავინახეთ თუ როგორ უხეშად ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში საგარეო აქტორები

დეპუტატი გიორგი გაბუნია აცხადებს, რომ ევროკომისიის მხრიდან საფრანგეთსა და იტალიაში აქციების დაფინანსების შესახებ ცნობები საქართველოსთვის არახალია, რადგან საგარეო აქტორები ქვეყნის საშინაო საქმეებში მანამდეც უხეშად ერეოდნენ.

გიორგი გაბუნია ევროკომისიის სკანდალზე: ევროპელებისთვის ალბათ გამაოგნებელია ეს ამბავი, თუმცა ჩვენთვის არახალია, ვინაიდან ძალიან კარგად ვიცით, არაერთხელ დავინახეთ თუ როგორ უხეშად ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში საგარეო აქტორები
გიორგი გაბუნია ევროკომისიის სკანდალზე: ევროპელებისთვის ალბათ გამაოგნებელია ეს ამბავი, თუმცა ჩვენთვის არახალია, ვინაიდან ძალიან კარგად ვიცით, არაერთხელ დავინახეთ თუ როგორ უხეშად ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში საგარეო აქტორებიიმედინიუსი

ევროპელებისთვის ალბათ გამაოგნებელია ეს ამბავი, თუმცა ჩვენთვის არახალია, ვინაიდან ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, არაერთხელ დავინახეთ თუ როგორ უხეშად ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში საგარეო აქტორები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ ევროკომისიის სკანდალთან დაკავშირებით. კერძოდ, საუბარია საერთაშორისო მედიის ცნობებზე, რომელთა მიხედვითაც, ევროკომისია საფრანგეთსა და იტალიაში საპროტესტო აქციების მხარდამჭერ ორგანიზაციებს აფინანსებს.

გაბუნიას თქმით, რუსთაველის გამზირზე არაერთხელ ვიხილეთ ევროპარლამენტარები, საგარეო მინისტრები, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ დემონსტრანტებს, რომ გამოეჩინათ სიმტკიცე.

„ევროპელებისთვის ალბათ გამაოგნებელია ეს ამბავი, თუმცა ჩვენთვის არახალია, ვინაიდან ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, არაერთხელ დავინახეთ თუ როგორ უხეშად ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში საგარეო აქტორები. მათ შორის, რუსთაველის გამზირზე არაერთხელ ვიხილეთ ევროპარლამენტარები, საგარეო მინისტრები, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ დემონსტრანტებს, რომ გამოეჩინათ სიმტკიცე, მეტი შეტევა, მეტი ბრძოლისუნარიანობა და გადაეყირავებინათ, გადაეტრიალებინათ ქვეყანა და ახლა ეს პოლიტიკური კარმა ასმაგად მოუბრუნდათ. საფრანგეთში, იტალიაში უმძიმესი ფაქტები ვიხილეთ. თავად უმძიმესია ის ფაქტი, როდესაც ჩვენ ვნახეთ ევროკომისია, რომელიც მთავარი აღმასრულებელი ორგანოა ევროკავშირისა, მისი ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი არის ბრალდებული ამ საკითხში, რომ ის აფინანსებდა იმ ძალადობრივ ორგანიზაციებს, რომლებიც ამ აქციებში მონაწილეობდნენ.

რას ვხედავთ და რა არის ეს, აგერ საკუთარ სივრცეში არ ინდობენ ერთმანეთს და ჩვენ დაგვინდობენ ესენი?! - ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ვიყოთ პრინციპულები და უკომპრომისოები, როდესაც საქმე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას ეხება. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, რომ ევროკავშირში ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე დგას მათი ერთიანობა, რომ ძალიან სერიოზულად არის დაპირისპირება. საუბარია, იტალიაზე, საფრანგეთზე. მათ შორის, ჩვენ ვნახეთ გერმანიაში როგორი მარცხი განიცადეს. ეს ორი, სამი ქვეყანა, რომელიც პრაქტიკულად პოლიტიკურ ამინდს ქმნის ევროპაში, ასეთი პრობლემების წინაშეა. ეს კიდევ ერთი მიმანიშნებელია იმისა, რომ პირველ რიგში, საფრანგეთში, სადაც ძალიან მალე იქნება არჩევნები, მიღებულია გარკვეული გადაწყვეტილებები.

მნიშვნელოვანია ჩვენ დაველოდოთ და ვნახოთ როგორ განვითარდება იქ პროცესები.

ფაქტი ერთია, ისეთი დიდი ქვეყნებიც კი, როგორიც არის საფრანგეთი, იტალია, არ არიან დაზღვეულები მსგავსი ჩარევებისგან“, - აღნიშნა მან.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ევროპელებისთვის ალბათ გამაოგნებელია ეს ამბავი, თუმცა ჩვენთვის არახალია, ვინაიდან ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, არაერთხელ დავინახეთ თუ როგორ უხეშად ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში საგარეო აქტორები. მათ შორის, რუსთაველის გამზირზე არაერთხელ ვიხილეთ ევროპარლამენტარები, საგარეო მინისტრები, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ დემონსტრანტებს, რომ გამოეჩინათ სიმტკიცე, მეტი შეტევა, მეტი ბრძოლისუნარიანობა და გადაეყირავებინათ, გადაეტრიალებინათ ქვეყანა და ახლა ეს პოლიტიკური კარმა ასმაგად მოუბრუნდათ. საფრანგეთში, იტალიაში უმძიმესი ფაქტები ვიხილეთ. თავად უმძიმესია ის ფაქტი, როდესაც ჩვენ ვნახეთ ევროკომისია, რომელიც მთავარი აღმასრულებელი ორგანოა ევროკავშირისა, მისი ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი არის ბრალდებული ამ საკითხში, რომ ის აფინანსებდა იმ ძალადობრივ ორგანიზაციებს, რომლებიც ამ აქციებში მონაწილეობდნენ. რას ვხედავთ და რა არის ეს, აგერ საკუთარ სივრცეში არ ინდობენ ერთმანეთს და ჩვენ დაგვინდობენ ესენი?! - ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ვიყოთ პრინციპულები და უკომპრომისოები, როდესაც საქმე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას ეხება. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, რომ ევროკავშირში ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე დგას მათი ერთიანობა, რომ ძალიან სერიოზულად არის დაპირისპირება. საუბარია, იტალიაზე, საფრანგეთზე. მათ შორის, ჩვენ ვნახეთ გერმანიაში როგორი მარცხი განიცადეს. ეს ორი, სამი ქვეყანა, რომელიც პრაქტიკულად პოლიტიკურ ამინდს ქმნის ევროპაში, ასეთი პრობლემების წინაშეა. ეს კიდევ ერთი მიმანიშნებელია იმისა, რომ პირველ რიგში, საფრანგეთში, სადაც ძალიან მალე იქნება არჩევნები, მიღებულია გარკვეული გადაწყვეტილებები. მნიშვნელოვანია ჩვენ დაველოდოთ და ვნახოთ როგორ განვითარდება იქ პროცესები. ფაქტი ერთია, ისეთი დიდი ქვეყნებიც კი, როგორიც არის საფრანგეთი, იტალია, არ არიან დაზღვეულები მსგავსი ჩარევებისგან“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ახალი სკანდალი ევროპაში - სად მიდის ევროპელი გადამხდელების ფული და აფინანსებს თუ არა ბრიუსელი არეულობების მონაწილე მემარცხენე აქტივიზმს?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები