ჩვენ კარგად ვიცით "მოლოტოვის კოქტეილის" კამპანია, ზოგიერთი ევროპარლამენტარი და ზოგიერთი ევრობიუროკრატი როგორ მოუწოდებდა პირდაპირ დემონსტრანტებს, გამოეჩინათ მეტი სიმტკიცე და შემართება - გიორგი გაბუნია
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია ბრიუსელს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ევროპარლამენტარები საქართველოში დემონსტრანტებს მეტი სიმტკიცისკენ მოუწოდებდნენ, მაშინ როცა საფრანგეთში აქციების დაშლისას მკაცრ ზომებს იყენებენ.
საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვის და ევროპის ქალაქებში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების ფონზე, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ბრიუსელის ორმაგი სტანდარტი კიდევ ერთხელ გამოჩნდა. გარდა ამისა, მმართველ გუნდში აინტერესებთ, ვის გათავისუფლებას ითხოვს ევროკომისია საკუთარ ანგარიშში, სადაც საქართველოს მიმართ რამდენიმე მოთხოვნა დააფიქსირა.
ევროკავშირის ელჩმა მედიის კითხვების მიუხედავად, არ დააკონკრეტა, ვის გულისხმობს ბრიუსელი "თვითნებურად დაკავებულებში", რომელთა გათავისუფლებასაც ევროკომისიის ახალი ანგარიშით ითხოვენ.
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია აცხადებს, რომ "მოლოტოვის კოქტეილის" კამპანიის ფარგლებში, ზოგიერთი ევრობიუროკრატი პირდაპირ მოუწოდებდა საქართველოში დემონსტრანტებს, "გამოეჩინათ მეტი სიმტკიცე, გამოეჩინათ შემართება."
"ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვისაც გულისხმობენ და რამდენი ხანი ითხოვდნენ სააკაშვილის გამოშვებას. ახალაია უკანონო პატიმარია, 4 ოქტომბრის გადატრიალების საქმეზე მსჯავრდებულები უკანონო პატიმრები არიან, მათ შორის ის მსჯავრდებულები, რომლებმაც აღიარეს, მოინანიეს დანაშაული. თურმე პოლიციაზე თავდამსხმელი ქალბატონი არის გმირი და თურმე ის არის თავისუფლების სიმბოლო. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით "მოლოტოვის კოქტეილის" კამპანია, ზოგიერთი ევროპარლამენტარი და ზოგიერთი ევრობიუროკრატი როგორ მოუწოდებდა პირდაპირ დემონსტრანტებს, რომ გამოეჩინათ მეტი სიმტკიცე, გამოეჩინათ შემართება. კანონები, რომელსაც ახლა იღებენ ევროკავშირში, რომელიც შეიძლება გაცილებით უფრო მკაცრია, ვიდრე გამჭვირვალობის ქართული კანონი, ამასთან დაკავშირებით ისინი თვლიან, რომ იგივე საფრანგეთის მაგალითზე და სხვა ქვეყნების მაგალითზე ემსახურება ამ ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს. ეს არის აბსოლუტურად ცხადი მაგალითი ორმაგი სტანდარტისა და ჩვენ ზუსტად ამ კანონების დამსახურებით გვაქვს მშვიდობა და სტაბილურობა", - აცხადებს გიორგი გაბუნია.
ცნობისთვის, საფრანგეთში ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. სხვადასხვა მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით პროტესტში მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. პარიზში, ლიონში, რენში, სტრასბურგსა და ტულუზაში სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა. მომიტინგეების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი აირი, და სპეციალური საშუალებები გამოიყენა. დაკავებულია ასობით პირი.
ციტატები სტატიიდან
„გამოეჩინათ მეტი სიმტკიცე, გამოეჩინათ შემართება.“
„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვისაც გულისხმობენ და რამდენი ხანი ითხოვდნენ სააკაშვილის გამოშვებას. ახალაია უკანონო პატიმარია, 4 ოქტომბრის გადატრიალების საქმეზე მსჯავრდებულები უკანონო პატიმრები არიან, მათ შორის ის მსჯავრდებულები, რომლებმაც აღიარეს, მოინანიეს დანაშაული. თურმე პოლიციაზე თავდამსხმელი ქალბატონი არის გმირი და თურმე ის არის თავისუფლების სიმბოლო. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით "მოლოტოვის კოქტეილის" კამპანია, ზოგიერთი ევროპარლამენტარი და ზოგიერთი ევრობიუროკრატი როგორ მოუწოდებდა პირდაპირ დემონსტრანტებს, რომ გამოეჩინათ მეტი სიმტკიცე, გამოეჩინათ შემართება. კანონები, რომელსაც ახლა იღებენ ევროკავშირში, რომელიც შეიძლება გაცილებით უფრო მკაცრია, ვიდრე გამჭვირვალობის ქართული კანონი, ამასთან დაკავშირებით ისინი თვლიან, რომ იგივე საფრანგეთის მაგალითზე და სხვა ქვეყნების მაგალითზე ემსახურება ამ ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს. ეს არის აბსოლუტურად ცხადი მაგალითი ორმაგი სტანდარტისა და ჩვენ ზუსტად ამ კანონების დამსახურებით გვაქვს მშვიდობა და სტაბილურობა“
„კამპანია, ზოგიერთი ევროპარლამენტარი და ზოგიერთი ევრობიუროკრატი როგორ მოუწოდებდა პირდაპირ დემონსტრანტებს, რომ გამოეჩინათ მეტი სიმტკიცე, გამოეჩინათ შემართება. კანონები, რომელსაც ახლა იღებენ ევროკავშირში, რომელიც შეიძლება გაცილებით უფრო მკაცრია, ვიდრე გამჭვირვალობის ქართული კანონი, ამასთან დაკავშირებით ისინი თვლიან, რომ იგივე საფრანგეთის მაგალითზე და სხვა ქვეყნების მაგალითზე ემსახურება ამ ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს. ეს არის აბსოლუტურად ცხადი მაგალითი ორმაგი სტანდარტისა და ჩვენ ზუსტად ამ კანონების დამსახურებით გვაქვს მშვიდობა და სტაბილურობა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…