ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

S&P Global Ratings- მა „საქართველოს რკინიგზის“ სარეიტინგო შეფასება გააუმჯობესა

საქართველოს რკინიგზა

S&P Global Ratings-მა „საქართველოს რკინიგზის“ საკრედიტო პროფილი 10 წლის განმავლობაში პირველად 'b'-დან 'b+'-მდე გააუმჯობესა, ხოლო პერსპექტივა „პოზიტიურით“ შეცვალა. სააგენტოს შეფასებით, გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურის განახლებამ და სატვირთო გამტარუნარიანობის ზრდამ განაპირობა.

S&P Global Ratings- მა „საქართველოს რკინიგზის“ სარეიტინგო შეფასება გააუმჯობესა
S&P Global Ratings- მა „საქართველოს რკინიგზის“ სარეიტინგო შეფასება გააუმჯობესაიმედინიუსი

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა სს „საქართველოს რკინიგზის“ დამოუკიდებელი საკრედიტო პროფილი (SACP) ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად 'b'-დან 'b+'-მდე გააუმჯობესა. ამასთან, კომპანიის გრძელვადიანი სარეიტინგო პერსპექტივა (Outlook) „სტაბილურიდან“ „პოზიტიურით“ შეიცვალა.

სააგენტოს შეფასებით, „საქართველოს რკინიგზის“ რეიტინგის ზრდა რამდენიმე სტრატეგიული ფაქტორმა განაპირობა.

სარეიტინგო სააგენტო განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს კომპანიის მოდერნიზაციასა და გაზრდილ გამტარუნარიანობაზე და აღნიშნავს, რომ მთავარი მაგისტრალის მასშტაბურმა ინფრასტრუქტურულმა განახლებამ კომპანიის წლიური სატვირთო გამტარუნარიანობა გაზარდა და ტრანზიტის დრო მნიშვნელოვნად შეამცირა.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2026 წლის პირველ ნახევარში სს „საქართველოს რკინიგზის” ტვირთბრუნვა 10%-ით (6.9 მლნ ტონამდე) გაიზარდა, შედეგად, შემოსავლების ზრდისა და ხარჯების ოპტიმიზაციის ფონზე, 2026 წლის პირველ ნახევარში ტვირთბრუნვა 10%-ით (6.9 მლნ ტონამდე) გაიზარდა, ხოლო

2026 წლის მოსალოდნელი საოპერაციო მოგების (EBITDA) მარჟამ კი 40%-ს მიაღწია.

S&P Global Ratings-ი ასევე გამოყოფს კომპანიის ჯანსაღ ფინანსურ სტრუქტურას და აღნიშნავს, რომ სს “საქართველოს რკინიგზაში” მიმდინარე განახლებები უზრუნველყოფს ვალის ტვირთის შემცირებას. კერძოდ, ოპერაციებიდან მიღებული სახსრების (FFO) ვალთან შეფარდება 2026-2027 წლებში 16-17%-მდე გაიზრდება (2025 წლის 10%-თან შედარებით).

ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
S&P Global-მა საქართველოს რკინიგზის რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები