პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი პარტიების აკრძალვის შესახებ: „პარტიების სიმცირეს საქართველო არ უჩივის და არ მგონია, რომ ეს პარტიები იყოს, რომელზეც თუნდაც ოპოზიციის ამომრჩეველი ამყარებს თავის იმედებს. IRI-ის ბოლო კვლევამაც გვაჩვენა, რომ მათ მიმართ ნდობა და რეიტინგი არის სტატისტიკური რეიტინგის ცდომილების ზღვარში, 0 პროცენტის გარშემო“

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ რადიკალური პარტიების აკრძალვით მთელი საზოგადოება მოიგებს. პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ სარჩელში მოხვედრილი ანტიკონსტიტუციური პარტიების რეიტინგი IRI-ის კვლევით ნულს უტოლდება და მათ ხალხმა ზურგი შეაქცია.

შალვა პაპუაშვილი პარტიების აკრძალვის შესახებ: „პარტიების სიმცირეს საქართველო არ უჩივის და არ მგონია, რომ ეს პარტიები იყოს, რომელზეც თუნდაც ოპოზიციის ამომრჩეველი ამყარებს თავის იმედებს. IRI-ის ბოლო კვლევამაც გვაჩვენა, რომ მათ მიმართ ნდობა და რეიტინგი არის სტატისტიკური რეიტინგის ცდომილების ზღვარში, 0 პროცენტის გარშემო“
POSTV

„პარტიების სიმცირეს საქართველო არ უჩივის და არ მგონია, რომ ეს პარტიები იყოს, რომელზეც თუნდაც ოპოზიციის ამომრჩეველი ამყარებს თავის იმედებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლის კითხვაზე: რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს საკონსტიტუციო სარჩელს კონკრეტული პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით.

პაპუაშვილის თქმით, საკონსტიტუციო სარჩელში მოხვედრილი რადიკალური პარტიების რეიტინგი ნულს უტოლდება.

„IRI-ის ბოლო კვლევამაც გვაჩვენა, რომ მათ მიმართ ნდობა და რეიტინგი არის სტატისტიკური რეიტინგის ცდომილების ზღვარში, 0 პროცენტის გარშემო. მათ საკუთარი მხარდაჭერა, დიდი ხანია, გაფლანგეს მას შემდეგ, რაც 2024 წლის არჩევების შედეგებს გამოუცხადეს ბოიკოტი, დახიეს მანდატები, რომელიც მათ ხალხმა მიანიჭა და ხალხმა მათ ზურგი შეაქცია. ეს ვნახეთ ჩვენ IRI-ის ბოლო კვლევით, როდესაც ერთი პროცენტის გარშემო არიან ეს პარტიები.

ამ სარჩელში მოყვანილ პარტიებთან დაკავშირებით, ჩვენ საქმე გვაქვს პარტიებთან, რომლებიც არიან ანტიკონსტიტუციური; რომლებიც ძალადობრივი გზით, არაერთხელ ცდილობდნენ ხელისუფლების შეცვლას; რომლებსაც აღარ აქვთ ხალხის მხარდაჭერა, და ეს არაერთხელ დადასტურდა.

ვფიქრობ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს ჩვენს არგუმენტებს, ამით მოიგებს ქართველი ხალხი და მთლიანად საზოგადოება. არა მხოლოდ ისინი, ვისაც ამ კონკრეტული პარტიების მიმართ ნეგატიური განწყობა აქვთ, არამედ ისინიც, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგ კრიტიკული არიან. ვინაიდან ოპოზიციური ფლანგისთვის შემაფერხებელი ეს ბარიერი ამ მოძალადე პარტიების სახით მოსცილდებათ მათ და ვფიქრობ, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი და კრიტიკული ამომრჩეველიც უფრო ადვილად შეძლებს მისთვის მისაღები პარტიების მოძებნას.

ამ პარტიებზე რომ არ დგას ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტი, დასტურდება IRI-ის კვლევითაც; დასტურდება იმითაც, რასაც თვითონ ამბობენ – რომ პარტიები შემაფერხებელი არიან იმისთვის, რომ თუნდაც გარკვეული კონსოლიდირება მოხდეს ოპოზიციურ ფლანგზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობო"ამ პარტიებზე რომ არ დგას ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტი, IRI-ს კვლევითაც დასტურდება" - შალვა პაპუაშვილი 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელზე
  2. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი პარტიების აკრძალვაზე: პარტიების სიმცირეს საქართველო არ უჩივის და არ მგონია, რომ ეს პარტიები იყოს, რომელზეც თუნდაც ოპოზიციის ამომრჩეველი ამყარებს თავის იმედებს. IRI-ის ბოლო კვლევამაც გვაჩვენა, რომ მათ მიმართ ნდობა და რეიტინგი არის სტატისტიკური რეიტინგის ცდომილების ზღვარში, 0 პროცენტის გარშემო
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი რადიკალების შესახებ: „ადასტურებენ ერთ-ერთ ჩვენს ბრალდებას მათ მიმართ, რომ ისინი კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ, რაც დემოკრატიის არაღიარების მთავარი ნიშანია“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები