ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

შალვა პაპუაშვილი IRI-ის კვლევის შესახებ: “სარკეში დაინახეს თავიანთი მახინჯი პოლიტიკური სახე და იფიქრეს, რომ

ქართული ოცნებალელოტვ პირველი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა IRI-ის კვლევა შეაფასა და განაცხადა, რომ მთავრობის მიმართ ნდობა მაღალია, ხოლო ოპოზიციას დაბალი რეიტინგი აქვს. მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებს ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ და რეალობას თვალს არ უსწორებენ.

შალვა პაპუაშვილი IRI-ის კვლევის შესახებ: “სარკეში დაინახეს თავიანთი მახინჯი პოლიტიკური სახე და იფიქრეს, რომ
შალვა პაპუაშვილი IRI-ის კვლევის შესახებ: “სარკეში დაინახეს თავიანთი მახინჯი პოლიტიკური სახე და იფიქრეს, რომPOSTV

„ქართული ოცნება“ რომ არ ყოფილიყო ხელისუფლებაში 2022 წელს და ყოფილიყვნენ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, საქართველო შევიდოდა ომში. ამის მიმართ ეჭვიც კი არ არსებობს”, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით.

“როდესაც პოლიტიკური ძალა უზრუნველყოფს, რომ 14 წელი უწყვეტი მშვიდობაა ამ ქვეყანაში, ეს ხალხის ნდობას აჩვენებს. ერთი მხრივ, IRI-ის და, მეორე მხრივ, ევროკომისიის კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ მთავრობის მიმართ ნდობით საქართველო მოწინავეა, ერთმანეთს ემთხვევა.

ეს არის კარგი დასტური, რომ როცა ვუყურებთ ობიექტურ კვლევებს, როდესაც ისინი ემთხვევა, ერთმანეთს ამყარებს. დამალავდა ოპოზიცია, აბა, რას იზამდა!

„ლელოს“ რომ ჰგონია, რომ რადგან „TV პირველი“ აქვთ ნაყიდი, 24 საათი „ლელოს“ ატრიალებენ და ხალხის მხარდაჭერა აქვთ, კვლევამ აჩვენა, რომ სტატისტიკურ ცდომილებაშიც ვერ მოხვდა. სხვა პარტიებია და არ ჩანს საერთოდ.

ბოკერიას რომ ჰგონია, რომ დაავიწყდა ხალხს, რა როლი ჰქონდა სააკაშვილის დიქტატორული, მწამებელი რეჟიმის შექმნასა და იდეოლოგიურ გამყარებაში, კვლევამ აჩვენა, რომ ნულია მათი რეიტინგი.

სარკეში დაინახეს თავიანთი მახინჯი პოლიტიკური სახე და იფიქრეს, რომ თუ სარკეს თვალს აარიდებენ, რეალობას გაექცევიან, მაგრამ რეალობა ყველას დაეწევა. ბევრჯერ დაეწია მათ რეალობა არჩევნებში და მომავალ არჩევნებშიც ყველას დაეწევა, ვინც ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წავა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის: IRI-ის კვლევაში ოპოზიციას ისტორიული მინიმუმი აქვს. პარტიების ნაწილს 1%-იანი მხარდაჭერა აქვს, ნაწილს – 2%-იანი. “ლელო” ცდომილების ზღვარსაც კი ვერ გაუტოლდა. ამ ფონზე, „ქართულ ოცნებას“ ალოკაციით 55%, ალოკაციის გარეშე კი 36% აქვს.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.