პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან ხაბეიშვილი - თავისუფლებაზე მყოფებს გთხოვთ, 23 ნოემბერს ბათუმში შევიკრიბოთ საკონსტიტუციო სასამართლოსთან - პირადად გთხოვთ, მომცეთ შესაძლებლობა ტყვეობიდან ყველა ერთად დაგინახოთ!

ნაციონალური მოძრაობასაკონსტიტუციო სასამართლო

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ციხიდან მოქალაქეებს მიმართავს და 23 ნოემბერს, 18:00 საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეკრებისკენ მოუწოდებს.

ლევან ხაბეიშვილი - თავისუფლებაზე მყოფებს გთხოვთ, 23 ნოემბერს ბათუმში შევიკრიბოთ საკონსტიტუციო სასამართლოსთან - პირადად გთხოვთ, მომცეთ შესაძლებლობა ტყვეობიდან ყველა ერთად დაგინახოთ!
ინტერპრესნიუსი

თავისუფლებაზე მყოფებს გთხოვთ, 23 ნოემბერს, 18:00 საათზე, ბათუმში შევიკრიბოთ საკონსტიტუციო სასამართლოსთან! შეუძლებელია ბათუმში არ აღვნიშნოთ ეს დღე! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, „გამარჯვება არის ის, რაც ყველაზე მეტად გვაკლია“.

„23 ნოემბერი ახლოვდება - გიორგობა დღე, ვარდების რევოლუციის, გამარჯვების, ხალხის გამარჯვების თარიღი! სიკეთის გამარჯვების დღე ბოროტებაზე, სინათლის გამარჯვების დღე ბოროტებაზე!

გამარჯვება ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად გვაკლია!

თავისუფლებაზე მყოფებს გთხოვთ, 23 ნოემბერს - 18:00 საათზე, ბათუმში შევიკრიბოთ საკონსტიტუციო სასამართლოსთან! შეუძლებელია ბათუმში არ აღვნიშნოთ ეს დღე!

პირადად გთხოვთ მომცეთ შესაძლებლობა ტყვეობიდან ყველა ერთად დაგინახოთ!“- წერს ლევან ხაბეიშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"რა სჭირთ პარტიების წარმომადგენლებს ბათუმში? გავმიჯნოთ ცალკეული პირების დანაშაული პარტიებისგანო. თუ არ შეგიძლიათ თავის უფრო ჭკვიანური არგუმენტებით დაცვა, წადით სახლში" - სააკაშვილი სასამართლო პროცესზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები