პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი პარტიების აკრძალვაზე: პარტიების სიმცირეს საქართველო არ უჩივის და არ მგონია, რომ ეს პარტიები იყოს, რომელზეც თუნდაც ოპოზიციის ამომრჩეველი ამყარებს თავის იმედებს. IRI-ის ბოლო კვლევამაც გვაჩვენა, რომ მათ მიმართ ნდობა და რეიტინგი არის სტატისტიკური რეიტინგის ცდომილების ზღვარში, 0 პროცენტის გარშემო

საქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სარჩელში მოხვედრილი პარტიების რეიტინგი ნულის გარშემოა და მათი აკრძალვით ქართველი ხალხი მოიგებს, რადგან ოპოზიციურ ფლანგს „ძალადობრივი პარტიების“ ბარიერი მოეხსნება.

შალვა პაპუაშვილი პარტიების აკრძალვაზე: პარტიების სიმცირეს საქართველო არ უჩივის და არ მგონია, რომ ეს პარტიები იყოს, რომელზეც თუნდაც ოპოზიციის ამომრჩეველი ამყარებს თავის იმედებს. IRI-ის ბოლო კვლევამაც გვაჩვენა, რომ მათ მიმართ ნდობა და რეიტინგი არის სტატისტიკური რეიტინგის ცდომილების ზღვარში, 0 პროცენტის გარშემო
იმედინიუსი

„პარტიების სიმცირეს საქართველო არ უჩივის და არ მგონია, რომ ეს პარტიები იყოს, რომელზეც თუნდაც ოპოზიციის ამომრჩეველი ამყარებს თავის იმედებს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლის კითხვაზე: რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ კი საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს საკონსტიტუციო სარჩელს კონკრეტული პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სარჩელში მოხვედრილი რადიკალური პარტიების რეიტინგი ნულს უტოლდება.

„IRI-ის ბოლო კვლევამაც გვაჩვენა, რომ მათ მიმართ ნდობა და რეიტინგი არის სტატისტიკური რეიტინგის ცდომილების ზღვარში, 0 პროცენტის გარშემო. მათ საკუთარი მხარდაჭერა დიდი ხანია გაფლანგეს მას შემდეგ, რაც 2024 წლის არჩევების შედეგებს გამოუცხადეს ბოიკოტი, დახიეს მანდატები, რომელიც მათ ხალხმა მიანიჭა და ხალხმა მათ ზურგი შეაქცია. ეს ვნახეთ ჩვენ IRI-ის ბოლო კვლევით, როდესაც ერთი პროცენტის გარშემო არიან ეს პარტიები. ამ სარჩელში მოყვანილ პარტიებთან დაკავშირებით, ჩვენ საქმე გვაქვს პარტიებთან, რომლებიც არიან ანტიკონსტიტუციური, რომლებიც ძალადობრივი გზით ცდილობდნენ არა ერთხელ ხელისუფლების შეცვლას, რომლებსაც აღარ აქვთ ხალხის მხარდაჭერა და ეს არაერთხელ დადასტურდა. ვფიქრობ, რომ იმ შემთხვევაში თუ კი საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს ჩვენს არგუმენტებს ამით მოიგებს ქართველი ხალხი და მთლიანად საზოგადოება. არა მხოლოდ ისინი, ვისაც ამ კონკრეტული პარტიების მიმართ ნეგატიური განწყობა აქვთ, არამედ ისინიც, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგ კრიტიკული არიან. ვინაიდან ოპოზიციური ფლანგისთვის შემაფერხებელი ეს ბარიერი ამ მოძალადე პარტიების სახით მოსცილდებათ მათ და ვფიქრობ, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი და კრიტიკული ამომრჩეველიც უფრო ადვილად შეძლებს მისთვის მისაღები პარტიების მოძებნას. ამ პარტიებზე, რომ არ დგას ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტი დასტურდება IRI-ის კვლევითაც, დასტურდება იმითაც რასაც თვითონ ამბობენ, რომ პარტიები შემაფერხებელი არიან იმისთვის, რომ თუნდაც გარკვეული კონსოლიდირება მოხდეს ოპოზიციურ ფლანგზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობო"ამ პარტიებზე რომ არ დგას ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტი, IRI-ს კვლევითაც დასტურდება" - შალვა პაპუაშვილი 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელზე
  2. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი პარტიების აკრძალვის შესახებ: „პარტიების სიმცირეს საქართველო არ უჩივის და არ მგონია, რომ ეს პარტიები იყოს, რომელზეც თუნდაც ოპოზიციის ამომრჩეველი ამყარებს თავის იმედებს. IRI-ის ბოლო კვლევამაც გვაჩვენა, რომ მათ მიმართ ნდობა და რეიტინგი არის სტატისტიკური რეიტინგის ცდომილების ზღვარში, 0 პროცენტის გარშემო“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი პარტიების აკრძალვაზე: ჩვენ, როგორც მხარეს გვაქვს ჩვენი არგუმენტები და რა თქმა უნდა, ამ არგუმენტების სიმყარეში დარწმუნებული ვართწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები