პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ექს-პრემიერმა სასამართლოს ბოიკოტი გამოუცია – ღარიბაშვილი პროცესს არ ესწრება

თბილისის საქალაქო სასამართლოქართული ოცნება

ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლოში გადაყვანაზე უარი განაცხადა. ახალ სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების თანახმად მას 750 000 ლარის ქრთამის აღებას ედავებიან, წინასასამართლო სხდომა მის გარეშე დაიწყო.

ექს-პრემიერმა სასამართლოს ბოიკოტი გამოუცია – ღარიბაშვილი პროცესს არ ესწრება
ალია

ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაყვანაზე უარი თქვა – ცნობილია, რომ მთავრობის მეთაურის წინააღმდეგ აღძრულ ახალ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს 19 ოქტომბერს, 11:00 საათზე იწყება.

სასამართლო სხდომამაზე შესულმა ადვოკატებმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ღარიბაშვილის პროცესამდე ორი დღით ადრე, “ქართულ ოცნებაში” პოლიტიკური საბჭოს და უმრავლესობის სხდომა გაიმართა. შეკრების დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა წუხილი გამოთქვა ყოფილი თანაგუნდელების ციხეში ყიფნის გამო.

ახალი ბრალი ე.წ. „ჯარის ძარცვის“ საქმეზე ყოფილ პრემიერს ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გამოძიებას განუცხადა, რომ ქრთამი ირაკლი რარიბაშვილს გაუყო.

გამოძიების თანახმად, – ბურჭულაძის ჩვენებით, – თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბიზნესმენისგან [საუბარია ზურაბ ტუკვაძეზე] მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.

ახალი ბრალდება 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

2026 წლის იანვარში გაფორმებული საპროცესო შეთანხმებით, ირაკლი ღარიბაშვილმა 5-წლიანი პატიმრობა უნდა მოიხადოს.

ექსპრემიერმა ბოლო პერიოდში “ქართული ოცნების” წინააღმდეგ, არაერთი განცხადება გამოაქვეყნა,ისაუბრა „მისი და მისი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმაზე“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 4ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიღარიბაშვილმა სასამართლოში გადაყვანაზე უარი თქვა
  2. TV პირველიოპოზიციურიექს-პრემიერმა სასამართლოს ბოიკოტი გამოუცია - ღარიბაშვილი პროცესს არ ესწრება
  3. TV პირველიოპოზიციურიღარიბაშვილმა ადვოკატი შეცვალა - ექს გუბერნატორ შაყულაშვილს სოსო ბარათაშვილი ანაცვლებს
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურითბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს - ბრალდებული პროცესს არ ესწრება
  5. ალიაოპოზიციურიღარიბაშვილმა ადვოკატი შეცვალა – ექს გუბერნატორ შაყულაშვილს სოსო ბარათაშვილი ანაცვლებს
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ახალი საქმის განხილვა სასამართლოში დაიხურაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები