ექს-პრემიერმა სასამართლოს ბოიკოტი გამოუცია - ღარიბაშვილი პროცესს არ ესწრება
ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლოში გადაყვანაზე უარი თქვა და პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა. გამოძიების ცნობით, საქმე ეხება თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენებას, რომლის თანახმად მან ბიზნესმენისგან მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი ღარიბაშვილს გაუყო.
ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაყვანაზე უარი თქვა - ცნობილია, რომ მთავრობის მეთაურის წინააღმდეგ აღძრულ ახალ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს 19 ოქტომბერს, 11:00 საათზე იწყება.
სასამართლო სხდომამაზე შესულმა ადვოკატებმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.
უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ღარიბაშვილის პროცესამდე ორი დღით ადრე, "ქართულ ოცნებაში" პოლიტიკური საბჭოს და უმრავლესობის სხდომა გაიმართა. შეკრების დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა წუხილი გამოთქვა ყოფილი თანაგუნდელების ციხეში ყიფნის გამო.
ახალი ბრალი ე.წ. „ჯარის ძარცვის“ საქმეზე ყოფილ პრემიერს ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გამოძიებას განუცხადა, რომ ქრთამი ირაკლი რარიბაშვილს გაუყო.
გამოძიების თანახმად, - ბურჭულაძის ჩვენებით, - თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბიზნესმენისგან [საუბარია ზურაბ ტუკვაძეზე] მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.
ახალი ბრალდება 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
2026 წლის იანვარში გაფორმებული საპროცესო შეთანხმებით, ირაკლი ღარიბაშვილმა 5-წლიანი პატიმრობა უნდა მოიხადოს.
ექსპრემიერმა ბოლო პერიოდში "ქართული ოცნების" წინააღმდეგ, არაერთი განცხადება გამოაქვეყნა,ისაუბრა „მისი და მისი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმაზე“.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- TV პირველიღარიბაშვილმა სასამართლოში გადაყვანაზე უარი თქვა
- TV პირველიღარიბაშვილმა ადვოკატი შეცვალა - ექს გუბერნატორ შაყულაშვილს სოსო ბარათაშვილი ანაცვლებს
- ინტერპრესნიუსითბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს - ბრალდებული პროცესს არ ესწრება
- ალიაექს-პრემიერმა სასამართლოს ბოიკოტი გამოუცია – ღარიბაშვილი პროცესს არ ესწრება
- ალიაღარიბაშვილმა ადვოკატი შეცვალა – ექს გუბერნატორ შაყულაშვილს სოსო ბარათაშვილი ანაცვლებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.