დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის განაცხადების მიღება დღეიდან იწყება
დევნილთა ფულადი კომპენსაციის პროგრამაში განაცხადების მიღება 2 ნოემბრამდე გაგრძელდება — ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ოჯახის თითოეულ დევნილ წევრზე 10 000 ლარი გაიცემა, რისთვისაც მიმდინარე წლის ბიუჯეტში 58 მილიონი ლარია გამოყოფილი.

დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყება და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადები ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში მიიღება.
მათივე ცნობით, ახალ პროგრამაში ჩართვა სრულიად ნებაყოფლობითია და ყველა იმ დევნილ ოჯახს შეუძლია, რომელსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი კომპენსაცია არ აქვს მიღებული.
„ფულადი კომპენსაცია განცხადების შეტანის რიგითობის შესაბამისად გაიცემა და მისი ოდენობა ოჯახის თითოეულ დევნილ წევრზე 10 000 ლარს შეადგენს.
აღნიშნული პროგრამისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 58 მილიონი ლარი უკვე გამოიყო, მომდევნო წლებში კი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.
დევნილთა სააგენტოში გამართულ კომისიის სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა და დევნილთა სააგენტოს დირექტორმა, დავით კაიკაციშვილმა პროგრამის განხორციელების პროცედურულ ნაწილზე იმსჯელეს.
განაცხადის შევსებისას ადგილზე უნდა იმყოფებოდეს ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი. განაცხადის მიღების შემდეგ დევნილთა სააგენტოს შესაბამისი სამსახური შემოსულ დოკუმენტაციას რიგითობის მიხედვით დაამუშავებს. ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილებული ოჯახების რაოდენობა საბიუჯეტო რესურსის შესაბამისად განისაზღვრება.
მნიშვნელოვანია, რომ კვლავ აქტიურ რეჟიმში გრძელდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროგრამა. ფულადი კომპენსაცია პარალელურ რეჟიმში გაიცემა და არ შეაფერხებს არსებული წარმატებული პროგრამების მიმდინარეობას“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსი19 ოქტომბრიდან დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება იწყება
- იმედინიუსიდევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დღეიდან იწყება
- რუსთავი 2დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის განაცხადების მიღება დღეიდან იწყება
- BM.GEდევნილთა ფულად კომპენსაციებზე განაცხადების მიღება 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება | რა საბუთებია საჭირო?
- ინტერპრესნიუსიდევნილთა ფულადი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება
- რუსთავი 2განცხადების შევსება შეუძლია ყველა იმ დევნილ პირს, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან განსახლების სხვა პროგრამებით დღემდე არ უსარგებლია - დავით კაიკაციშვილი
- ალიაჯანდაცვის სამინისტრო – დევნილთა ფულადი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება
- იმედინიუსიფულადი კომპენსაცია დევნილებისთვის - განაცხადების მიღება დაიწყო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
- რუსთავი 2პირველი დღე და 4 ათასზე მეტი განაცხადი - დევნილთა ოჯახებმა ფულადი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების შევსება დილიდან დაიწყეს
ციტატები სტატიიდან
„ფულადი კომპენსაცია განცხადების შეტანის რიგითობის შესაბამისად გაიცემა და მისი ოდენობა ოჯახის თითოეულ დევნილ წევრზე 10 000 ლარს შეადგენს. აღნიშნული პროგრამისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 58 მილიონი ლარი უკვე გამოიყო, მომდევნო წლებში კი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. დევნილთა სააგენტოში გამართულ კომისიის სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა და დევნილთა სააგენტოს დირექტორმა, დავით კაიკაციშვილმა პროგრამის განხორციელების პროცედურულ ნაწილზე იმსჯელეს. განაცხადის შევსებისას ადგილზე უნდა იმყოფებოდეს ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი. განაცხადის მიღების შემდეგ დევნილთა სააგენტოს შესაბამისი სამსახური შემოსულ დოკუმენტაციას რიგითობის მიხედვით დაამუშავებს. ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილებული ოჯახების რაოდენობა საბიუჯეტო რესურსის შესაბამისად განისაზღვრება. მნიშვნელოვანია, რომ კვლავ აქტიურ რეჟიმში გრძელდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროგრამა. ფულადი კომპენსაცია პარალელურ რეჟიმში გაიცემა და არ შეაფერხებს არსებული წარმატებული პროგრამების მიმდინარეობას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.