ჯანდაცვის სამინისტრო – დევნილთა ფულადი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება
დევნილთა ფულადი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება 2 ნოემბრამდე გაგრძელდება. თითოეულ დევნილ წევრზე გაიცემა 10 000 ლარი, რისთვისაც ბიუჯეტიდან სულ 58 მილიონი ლარია გამოყოფილი.

დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება აქტიურად მიმდინარეობს. პროცესი დღეს დაიწყო და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
დევნილ ოჯახებს განაცხადის წარდგენა ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეუძლიათ. პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მასში ჩართვა შეუძლია ყველა იმ დევნილ ოჯახს, რომელსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია არ მიუღია. კომპენსაციის ოდენობა ოჯახის თითოეულ დევნილ წევრზე 10 000 ლარს შეადგენს.
პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და დევნილ ოჯახებს შესაძლებლობას აძლევს, თავად გადაწყვიტონ, ისარგებლებენ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის არსებული მექანიზმებით თუ ფულად კომპენსაციას აირჩევენ. ფულადი კომპენსაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც საცხოვრებელი დამოუკიდებლად უკვე შეძენილი აქვთ და სახელმწიფოსგან ბინის მიღების ნაცვლად ფინანსური მხარდაჭერა სურთ.
განაცხადის წარსადგენად საჭიროა მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ოჯახის არასრულწლოვანი წევრების შემთხვევაში, დაბადების მოწმობა. განაცხადის შევსებისას ადგილზე უნდა იმყოფებოდეს ოჯახის ყველა სრულწლოვანი დევნილი წევრი.
განაცხადების მიღების პარალელურად, დევნილთა სააგენტო გადაამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა ოჯახი კომპენსაციის მიღების კრიტერიუმებს. კომპენსაცია განაცხადების მიღების პროცესის დასრულებიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში გაიცემა. თანხა დევნილ ოჯახებს „ლიბერთი ბანკის“ ანგარიშებზე ჩაერიცხებათ.
მიმდინარე წელს ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფისთვის 58 მილიონი ლარია გამოყოფილი. ინიციატივა მომდევნო წელსაც გაგრძელდება, განაცხადების მიღების ახალი ეტაპის დაწყების თარიღი კი დამატებით გამოცხადდება.
ფულადი კომპენსაციის მექანიზმი დევნილთა განსახლების არსებულ პროგრამებს არ ანაცვლებს. პარალელურად გაგრძელდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროგრამა. ამგვარად, დევნილ ოჯახებს საცხოვრებლით უზრუნველყოფის სხვადასხვა შესაძლებლობა ექნებათ, მათი საჭიროებებისა და არჩევანის შესაბამისად.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსი19 ოქტომბრიდან დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება იწყება
- პირველი არხიდევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის განაცხადების მიღება დღეიდან იწყება
- იმედინიუსიდევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დღეიდან იწყება
- რუსთავი 2დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის განაცხადების მიღება დღეიდან იწყება
- BM.GEდევნილთა ფულად კომპენსაციებზე განაცხადების მიღება 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება | რა საბუთებია საჭირო?
- ინტერპრესნიუსიდევნილთა ფულადი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება
- რუსთავი 2განცხადების შევსება შეუძლია ყველა იმ დევნილ პირს, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან განსახლების სხვა პროგრამებით დღემდე არ უსარგებლია - დავით კაიკაციშვილი
- იმედინიუსიფულადი კომპენსაცია დევნილებისთვის - განაცხადების მიღება დაიწყო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
- რუსთავი 2პირველი დღე და 4 ათასზე მეტი განაცხადი - დევნილთა ოჯახებმა ფულადი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების შევსება დილიდან დაიწყეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.