პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მიხეილ სარჯველაძე: „ბიუჯეტის მოცულობის ფაქტობრივად მესამედი, 30% კვლავ მოხმარდება სოციალურ საკითხებსა და ჯანდაცვას – ბავშვზე ზრუნვის თვალსაზრისით, წლევანდელი ბიუჯეტის პროექტით ხარჯები 124მლნ-ს შეადგენს და იგი დაახლოებით 160 მლნ-მდე გაიზრდება. დიდ შესაძლებლობებს ქმნის იმისთვის, რომ კიდევ უფრო დახვეწილი პროგრამებით ვიზრუნოთ ბავშვებზე“

მომავალი წლის ბიუჯეტის 30% სოციალურ საკითხებსა და ჯანდაცვას მოხმარდება, ბავშვზე ზრუნვის ხარჯები კი 160 მილიონ ლარამდე გაიზრდება, აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.

მიხეილ სარჯველაძე: „ბიუჯეტის მოცულობის ფაქტობრივად მესამედი, 30% კვლავ მოხმარდება სოციალურ საკითხებსა და ჯანდაცვას – ბავშვზე ზრუნვის თვალსაზრისით, წლევანდელი ბიუჯეტის პროექტით ხარჯები 124მლნ-ს შეადგენს და იგი დაახლოებით 160 მლნ-მდე გაიზრდება. დიდ შესაძლებლობებს ქმნის იმისთვის, რომ კიდევ უფრო დახვეწილი პროგრამებით ვიზრუნოთ ბავშვებზე“
POSTV

ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ „დღის ქრონიკაში“ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას დაფინანსების პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

მისივე თქმით, ბიუჯეტის მოცულობის ფაქტობრივად მესამედი, 30% კვლავ მოხმარდება სოციალურ საკითხებსა და ჯანდაცვას.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ადამიანზე, სოციალურ, საზოგადოების საჭიროებებზეა მეტწილად ორიენტირებული და ამის მთავარი ინდიკატორი არის თვითონ ბიუჯეტის მოცულობიდან გამომდინარე – ამ ბიუჯეტის მესამედი ხმარდება სწორედ ამ ხარჯებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ყველაზე დიდი მატებაა სოციალური უზრუნველყოფის კუთხით, რომელიც გაზრდილი საპენსიო თანხების მომსახურებას გულისხმობს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი დაახლოებით 10%-ით იზრდება, რაც ნიშნავს, რომ ახალი მედიკამენტები, სამედიცინო საჭიროებები წარმოიქმნა და საჭიროა ტექნოლოგიური განვითარებისთვის, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ ფეხი უნდა აუწყოს.

სარჯველაძემ ასევე განმარტა, რომ ბავშვზე ზრუნვის თვალსაზრისით წლევანდელ ბიუჯეტშიც უპრეცედენტოდ დიდი მატება იყო.

„წლევანდელი ბიუჯეტის პროექტით ეს ხარჯები 124მლნ-ს შეადგენს და იგი დაახლოებით 160 მლნ-მდე გაიზრდება. დიდ შესაძლებლობებს ქმნის იმისთვის, რომ კიდევ უფრო დახვეწილი პროგრამებით ვიზრუნოთ ბავშვებზე“, – განაცხადა მინისტრმა.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიხეილ სარჯველაძე: საბედნიეროდ, ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს ისეთი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომლებიც იძლევა საშუალებას, რომ სოციალურ პროექტებზე მეტი დაიხარჯოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები