პირველი დღე და 4 ათასზე მეტი განაცხადი - დევნილთა ოჯახებმა ფულადი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების შევსება დილიდან დაიწყეს
დევნილთა ოჯახის თითოეულ წევრზე 10 000-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღების პირველ დღეს 4 ათასზე მეტი განაცხადი დარეგისტრირდა. პროგრამისთვის წლევანდელ ბიუჯეტში 58 მილიონი ლარია განსაზღვრული.

პირველი დღე და 4 ათასზე მეტი განაცხადი - დევნილთა ოჯახებმა ფულადი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების შევსება საქართველოს მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში დილიდან დაიწყეს. მაღალი მიმართვიანობის შედეგად, დედაქალაქში არსებულ იუსტიციის სახლებში 9:00 საათიდან ხალხმრავლობა იყო. ახალი პროგრამით სარგებლობის მსურველი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 ათასი ლარს გადასცემს, თუმცა - კონკრეტული კრიტერიუმების გათვალისწინებით. მთავრობისგან კომპენსაციას ისინი მიიღებენ, ვისაც სახელმწიფოსგან არც თანხა და არც საცხოვრებელი ფართი მიუღია.
თბილისის გარდა, მაღალი აქტივობა იყო ზუგდიდშიც. დევნილი ოჯახები ინიციატივას დროულს უწოდებენ. ამბობენ, რომ ფულად დახმარებას მიზნობრივად გამოიყენებენ. პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითია და ის, ვინც 10 ათასი ლარის მიღებაზე უარს იტყვის, შეუძლია, ბინით დაკმაყოფილების ან სოფლად სახლის პროგრამით ისარგებლოს.
დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე 10 ათასლარიანი კომპენსაციის გაცემის ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. მთავრობის მეთაურის განცხადებით, სახელმწიფოს ინტერესი დევნილთა განსახლების პროცესის დაჩქარებაა.
ფულადი კომპენსაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც საცხოვრებელი საკუთარი ხარჯით უკვე შეძენილი აქვთ, ახლა კი ეძლევათ საშუალება, სახელმწიფოსგან, ბინის ნაცვლად, ფინანსური მხარდაჭერა მიიღონ.
განაცხადების მიღების პარალელურად, დევნილთა სააგენტო კომპენსაციის მიღების მსურველების გადაამოწმებს დაიწყებს. განაცხადების მიღების პროცესის დასრულებიდან არაუგვიანეს 45 დღის ვადაში კი თანხის ჩარიცხვა დაიწყება. წლევანდელ ბიუჯეტში პროგრამისთვის 58 მილიონი ლარია განსაზღვრული.
დევნილთა განაცხადების მიღება 2 ნოემბრამდე გაგრძელდება. ქვეყნის მასშტაბით, 127 იუსტიციის სახლი და 20-ვე მობილური იუსტიციის სახლი მობილიზებულად მუშაობს და ახალ პროგრამაში აქტიურადაა ჩართული. განაცხადის წარსადგენად, საჭიროა მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო, ოჯახის არასრულწლოვანი წევრების შემთხვევაში, დაბადების მოწმობა. განაცხადის შევსებისას კი ოჯახის ყველა სრულწლოვანი დევნილი წევრი ადგილზე უნდა იყოს.
ფულადი კომპენსაციის გაცემა დევნილთა განსახლების უკვე მოქმედ პროგრამებს არ ანაცვლებს. სახელმწიფო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობას და "სოფლად სახლის" შესყიდვის პროგრამას აგრძელებს. 10 000-ლარიან ფულად კომპენსაციაზე უარის შემთხვევაში, დევნილ ოჯახებს საცხოვრებლით უზრუნველყოფის სხვადასხვა შესაძლებლობა რჩებათ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსი19 ოქტომბრიდან დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება იწყება
- პირველი არხიდევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის განაცხადების მიღება დღეიდან იწყება
- იმედინიუსიდევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დღეიდან იწყება
- რუსთავი 2დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის განაცხადების მიღება დღეიდან იწყება
- BM.GEდევნილთა ფულად კომპენსაციებზე განაცხადების მიღება 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება | რა საბუთებია საჭირო?
- ინტერპრესნიუსიდევნილთა ფულადი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება
- რუსთავი 2განცხადების შევსება შეუძლია ყველა იმ დევნილ პირს, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან განსახლების სხვა პროგრამებით დღემდე არ უსარგებლია - დავით კაიკაციშვილი
- ალიაჯანდაცვის სამინისტრო – დევნილთა ფულადი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება
- იმედინიუსიფულადი კომპენსაცია დევნილებისთვის - განაცხადების მიღება დაიწყო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.