ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ამერიკის მიმართ რუსეთის ასეთი დემონსტრაციული უპატივცემულობა ჯერ არ ყოფილა“ - ზელენსკი

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა აშშ-ის მიმართ დემონსტრაციული უპატივცემულობა გამოავლინა, როდესაც უკრაინის ენერგეტიკას დაარტყა და 600 ათასი ადამიანი უშუქოდ დატოვა. უკრაინის პრეზიდენტი ტრამპისგან მოსკოვის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას და დამატებით რაკეტებს ითხოვს.

„ამერიკის მიმართ რუსეთის ასეთი დემონსტრაციული უპატივცემულობა ჯერ არ ყოფილა“ - ზელენსკი
„ამერიკის მიმართ რუსეთის ასეთი დემონსტრაციული უპატივცემულობა ჯერ არ ყოფილა“ - ზელენსკირადიო თავისუფლება

14 ოქტომბერს პრეზიდენტმა ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ „ამერიკის მიმართ რუსეთის ასეთი დემონსტრაციული უპატივცემულობა ჯერ არ ყოფილა“.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 11 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში ამოქმედდა „ენერგეტიკული ზავი“. ორი დღით ადრე, 9 ოქტომბერს ტრამპი და პუტინი შეთანხმდნენ აშშ-ში რუსული დიზელის საწვავის იმპორტის განახლებაზე.

უკრაინისგან განსხვავებით რუსეთს ამ დრომდე არ უთქვამს, რომ „ენერგეტიკულ ზავზე“ თანახმაა.

ზელენსკი ტრამპისგან ითხოვს მკაცრ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ

რუსეთის ჯარებმა უკრაინის დედაქალაქ კიევში და კიევის და ხარკოვის ოლქებში ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით დაარტყეს ელექტროსადგურებსა და თბოელექტროცენტრალებს.

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, რუსებმა 39 ბალისტიკური რაკეტა და 120-ზე მეტი დრონი გამოიყენეს, ბალისტიკური დარტყმის სამიზნე იყო ენერგეტიკა, რომლის „მიმართაც ამერიკის პრეზიდენტმა ცეცხლის შეწყვეტა განსაზღვრა“ და ელექტროენერგიის გარეშე დატოვეს სულ მცირე 600 ათასი ადამიანი.

ზელენსკის შეფასებით, რუსეთი არ მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებები „ძლიერია“.

უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, „რუსეთმა ხელიდან გაუშვა დეესკალაციის შესაძლებლობა და მკაფიოდ აირჩია გამანადგურებელი გიჟური ომის გაგრძელება“, ამიტომ პრეზიდენტ ტრამპს სთხოვენ რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი სანქციების ამოქმედებას. უკრაინა კვლავ ითხოვს დამატებით რაკეტებსაც „პეტრიოტის“ სისტემებისთვის.

14 ოქტომბერს დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალური არხებით გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც, გასული ღამიდან კიევში რაკეტებით და დრონებით დაარტყეს ორ თბოელექტროცენტრალს, კიევის ოლქში - თბოელექტროსადგურს, ელექტროქვესადგურს და თბოელექტროცენტრალს, ქალაქ ხარკოვში - თბოელექტროცენტრალს და ხარკოვის ოლქში - თბოელექტროსადგურს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ამ ობიექტებს უკრაინა იყენებს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და შეიარაღებული ძალების ობიექტების მომარაგებისთვის.

რუსეთი, როგორც წესი, არაფერს ამბობს მსხვერპლზე სამოქალაქო მოსახლეობაში და მისთვის მიყენებულ ზიანზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამერიკის მიმართ რუსეთის ასეთი დემონსტრაციული უპატივცემულობა ჯერ არ ყოფილა“
ზელენსკი
„რუსეთმა ხელიდან გაუშვა დეესკალაციის შესაძლებლობა და მკაფიოდ აირჩია გამანადგურებელი გიჟური ომის გაგრძელება“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?