გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი გაიხსნა
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი გაიხსნა. გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანმა. ახალი აკადემიური სივრცე რეგიონში მშვიდობის მშენებლობას, დიალოგს, კონფლიქტების კვლევასა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას დაეთმობა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი გახსნეს.
მინისტრებმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ღონისძიებაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე მღებრიშვილი.
ახალი აკადემიური სივრცე რეგიონში მშვიდობის მშენებლობას, დიალოგსა და კონფლიქტების კვლევას დაეთმობა.
ცენტრის მიზანია აკადემიური რესურსების მობილიზება, სამშვიდობო განათლების პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში ტოლერანტობისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.
ცენტრის ბაზაზე დაგეგმილია საგანმანათლებლო პროგრამების, ტრენინგების, სამეცნიერო კვლევებისა და საერთაშორისო დისკუსიების ორგანიზება.
ცენტრი სტუდენტებს, მკვლევრებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო პარტნიორებს თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას მისცემს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი, აკადემიკოსი გიორგი სოსიაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია და სხვა მოწვეული სტუმრები.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.