ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

განათლების მინისტრის მოადგილემ ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა და სამშვიდობო სწავლების ცენტრი გახსნა.

განათლების მინისტრის მოადგილემ ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა
განათლების მინისტრის მოადგილემ ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში მიიღო მონაწილეობარუსთავი 2

განათლების მინისტრის მოადგილემ, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. ფესტივალის ფარგლებში, უნივერსიტეტის სხვადასხვა სივრცეში სამეცნიერო და საგანმანათლებლო აქტივობები გაიმართა.

უნივერსიტეტის ეზოში მოეწყო საგამოფენო და საინფორმაციო სივრცეები, სადაც წარმოდგენილი იყო ინოვაციური ტექნოლოგიებისა და არატრადიციული ენერგორესურსების გამოფენა, პარტნიორი უნივერსიტეტებისა და კვლევითი დაწესებულებების სტენდები.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია აღნიშნავს, რომ სამეცნიერო კვლევითი პროექტების მხარდაჭერა მეცნიერების პოპულარიზაციის ნაწილში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

"ფესტივალის ფარგლებში ჩვენ გავხსენით სამშვიდობო სწავლების ცენტრი, რომელიც უკვე მეხუთეა საქართველოს ტერიტორიაზე, მისი ძირითადი მიზანი გახლავთ სამეცნიერო კვლევების განვითარება, რა თქმა უნდა, სამშვიდობო სწავლების მიმართულებით. რაც შეეხება რეგიონულ ფესტივალს, მოგეხსენებათ, რომ უკვე მეორე წელია რეგიონების სახელმწიფო უნივერსიტეტებში ვატარებთ და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამეცნიერო კვლევითი პროექტების მხარდაჭერის ნაწილში და ასევე მეცნიერების პოპულარიზაციის ნაწილში რეგიონებში", - აცხადებს ზვიად გაბისონია.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ფესტივალის ფარგლებში ჩვენ გავხსენით სამშვიდობო სწავლების ცენტრი, რომელიც უკვე მეხუთეა საქართველოს ტერიტორიაზე, მისი ძირითადი მიზანი გახლავთ სამეცნიერო კვლევების განვითარება, რა თქმა უნდა, სამშვიდობო სწავლების მიმართულებით. რაც შეეხება რეგიონულ ფესტივალს, მოგეხსენებათ, რომ უკვე მეორე წელია რეგიონების სახელმწიფო უნივერსიტეტებში ვატარებთ და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამეცნიერო კვლევითი პროექტების მხარდაჭერის ნაწილში და ასევე მეცნიერების პოპულარიზაციის ნაწილში რეგიონებში“
ზვიად გაბისონია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.