ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვოლოდიმირ ზელენსკი: იმ დროს, როდესაც რუსეთმა ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ასეთი მასშტაბური იერიში მიიტანა, ამერიკაში, სამწუხაროდ, მიიღეს გადაწყვეტილება, სრულად უგულებელეყოთ ლინდსი გრემის კანონი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკა, რომლითაც რუსეთის წინააღმდეგ ლინდსი გრემის კანონის აღსრულება შეჩერდა, მაშინ როცა რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე მასშტაბური იერიში 320-ზე მეტი დრონით მიიტანა.

ვოლოდიმირ ზელენსკი: იმ დროს, როდესაც რუსეთმა ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ასეთი მასშტაბური იერიში მიიტანა, ამერიკაში, სამწუხაროდ, მიიღეს გადაწყვეტილება, სრულად უგულებელეყოთ ლინდსი გრემის კანონი
ვოლოდიმირ ზელენსკი: იმ დროს, როდესაც რუსეთმა ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ასეთი მასშტაბური იერიში მიიტანა, ამერიკაში, სამწუხაროდ, მიიღეს გადაწყვეტილება, სრულად უგულებელეყოთ ლინდსი გრემის კანონიიმედინიუსი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკა, რომლის თანახმადაც თეთრმა სახლმა სენატორ ლინდსი გრემის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებული კანონპროექტის აღსრულება შეაჩერა.

როგორც ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, იმ დროს, როდესაც რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ასეთი მასშტაბური იერიში მიიტანა, ამერიკაში, სამწუხაროდ, მიიღეს გადაწყვეტილება, სრულად უგულებელეყოთ ლინდსი გრემის კანონი.

„იმ დროს, როდესაც რუსეთმა ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ასეთი მასშტაბური იერიში მიიტანა, ამერიკაში, სამწუხაროდ, მიიღეს გადაწყვეტილება, სრულად უგულებელეყოთ ლინდსი გრემის კანონი, რომელსაც ამ ომის შესაჩერებლად რუსეთის წინააღმდეგ რეალურად ეფექტიანი ზეწოლა უნდა უზრუნველეყო. ამ კანონს დიდი დახმარების გაწევა შეეძლო და ჯერ კიდევ შეუძლია! თუმცა საჭიროა, რომ ის რეალურად ამოქმედდეს. ამისთვის თითოეულ ხმას მნიშვნელობა აქვს“, - დაწერა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერის თქმით, წუხელ რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ელექტროენერგიის წარმოებისა და გადაცემის 15-ზე მეტი მნიშვნელოვანი ობიექტი დაიბომბა.

„ყველაზე რთული ვითარება ლუცკში, რივნეში, ჟიტომირში, ვინიცაში, შეპეტივკაში, სლავუტასა და ნეტიშინში იყო. დარტყმები განხორციელდა ხარკოვის, კიევის, დნეპროპეტროვსკის ოლქებისა და სხვა რეგიონების ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზეც. რუსეთმა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია გააფართოვა და ცდილობს მაქსიმალურად გაფანტოს ჩვენი რეზერვები და შეამციროს აღდგენითი სამუშაოების შესაძლებლობები“, - აღნიშნა მან.

ზელენსკის განცხადებით, მხოლოდ გუშინ, საღამოს 7 საათიდან დილის 7 საათამდე უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, ქალაქებისა და დასახლებების წინააღმდეგ რუსეთმა 320-ზე მეტი რეაქტიული და ბენზინზე მომუშავე „შაჰედის“ ტიპის დრონი გამოიყენა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„იმ დროს, როდესაც რუსეთმა ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ასეთი მასშტაბური იერიში მიიტანა, ამერიკაში, სამწუხაროდ, მიიღეს გადაწყვეტილება, სრულად უგულებელეყოთ ლინდსი გრემის კანონი, რომელსაც ამ ომის შესაჩერებლად რუსეთის წინააღმდეგ რეალურად ეფექტიანი ზეწოლა უნდა უზრუნველეყო. ამ კანონს დიდი დახმარების გაწევა შეეძლო და ჯერ კიდევ შეუძლია! თუმცა საჭიროა, რომ ის რეალურად ამოქმედდეს. ამისთვის თითოეულ ხმას მნიშვნელობა აქვს“
„ყველაზე რთული ვითარება ლუცკში, რივნეში, ჟიტომირში, ვინიცაში, შეპეტივკაში, სლავუტასა და ნეტიშინში იყო. დარტყმები განხორციელდა ხარკოვის, კიევის, დნეპროპეტროვსკის ოლქებისა და სხვა რეგიონების ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზეც. რუსეთმა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია გააფართოვა და ცდილობს მაქსიმალურად გაფანტოს ჩვენი რეზერვები და შეამციროს აღდგენითი სამუშაოების შესაძლებლობები“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზელენსკი: აშშ-ის სანქციების შეჩერება რუსეთს თავდასხმებისკენ უბიძგებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები