ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის საპროტესტო აქციებზე: ის ვინც დუმს ძალადობაზე ან მხარს უჭერს მოძალადეებს, საბოლოო ჯამში, მიიღებს ძალადობას საკუთარ ქვეყანაში და ასეც ხდება

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციები და პოლიციის ქმედებები შეაფასა. მისი თქმით, ის ვინც ძალადობაზე დუმს ან მოძალადეებს უჭერს მხარს, საბოლოოდ საკუთარ ქვეყანაშიც იღებს ძალადობას.

შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის საპროტესტო აქციებზე: ის ვინც დუმს ძალადობაზე ან მხარს უჭერს მოძალადეებს, საბოლოო ჯამში, მიიღებს ძალადობას საკუთარ ქვეყანაში და ასეც ხდება
შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის საპროტესტო აქციებზე: ის ვინც დუმს ძალადობაზე ან მხარს უჭერს მოძალადეებს, საბოლოო ჯამში, მიიღებს ძალადობას საკუთარ ქვეყანაში და ასეც ხდებარუსთავი 2

ის, ვინც დუმს ძალადობაზე ან მხარს უჭერს მოძალადეებს, საბოლოო ჯამში, მიიღებს ძალადობას საკუთარ ქვეყანაში და ასეც ხდება, - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საფრანგეთში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციები.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, საფრანგეთის პოლიცია მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობს და კარგი იქნება თუ საქართველოში საფრანგეთის ელჩი მოგვიანებით გაასაჯაროებს ინფორმაციას, თუ რამდენი პოლიციელი დაისაჯა ძალადობის გამო და რა სასჯელი დაეკისრათ მათ:

"მაშინ, როდესაც თბილისის ქუჩებში მოძალადეები ცდილობდნენ პარლამენტის დაწვას, პრეზიდენტის სასახლის შტურმს, პოლიციელებს თავს ესხმოდნენ, აზიანებდნენ მათ, იცით, რომ ერთმა პოლიციელმა მხედველობა დაკარგა, რამდენიმე ათეული პოლიციელის სტაციონარში გადაყვანა და ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო და ა.შ. მაშინ, ჩვენ სხვადასხვა ევროპული ქვეყნებიდან და მათ შორის საფრანგეთისგან, მათ შორის, საფრანგეთის პრეზიდენტისგან გვქონდა ან დუმილი ძალადობაზე, ან მოძალადეების მხარდაჭერა. მაშინვე ვთქვით, რომ ის ვინც დუმს ძალადობაზე ან მხარს უჭერს მოძალადეებს, საბოლოო ჯამში, მიიღებს ძალადობას საკუთარ ქვეყანაში და ასეც ხდება.

როდესაც ახალისებ, მხარს უჭერ და უჩუმდები ძალადობას სხვა ქვეყანაში, შენ ამით უშვებ პრეცედენტს, რომ პოლიტიკური ძალადობა არის მისაღები და ზოგადად ძალადობა შეიძლება იყოს პოლიტიკური ბრძოლის იარაღი. და თუ ამ პრეცედენტს უშვებ, ამის შედეგი ის არის, რომ საბოლოო ჯამში ამას მიიღებ საკუთარ ქვეყანაში. დღეს ვხედავთ იმას, რომ პარიზის ქუჩები ფაქტობრივად საომარი ბატალიების სცენად არის გადაქცეული. ვხედავთ პოლიციის ბრუტალურ დამოკიდებულებას აქციის მონაწილეობის მიმართ, ვხედავთ პროტესტის მოძალადე მონაწილეებს, მაგრამ ვხედავთ მშვიდობიან მონაწილეებსაც და მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ როგორ ძალადობს პოლიცია, როგორ სცემენ ხელკეტებით აქციის მონაწილეებს. შეგახსენებთ, რომ ხელკეტები საერთოდ არ გამოიყენება საქართველოში პოლიციის მხრიდან და იქ პირდაპირ ხელკეტებით სცემენ, მიწაზე ათრევენ მშვიდობიან დემონსტრანტებს, ქალებს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იქნება საჯარო ის რიცხვები, რაც პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოძიებას ეხება. 5 000 ადამიანი დააპატიმრეს, ძალადობა პირდაპირ ეთერში ჩანდა. ამიტომ, საინტერესო იქნება მოვისმინოთ თუნდაც საფრანგეთის ელჩისგან რაღაც პერიოდის შემდეგ, რა არის შედეგები, რამდენი პოლიციელი იქნა დასჯილი ამ ძალადობის გამო, რა სახის სასჯელები იქნა გამოყენებული ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მაშინ, როდესაც თბილისის ქუჩებში მოძალადეები ცდილობდნენ პარლამენტის დაწვას, პრეზიდენტის სასახლის შტურმს, პოლიციელებს თავს ესხმოდნენ, აზიანებდნენ მათ, იცით, რომ ერთმა პოლიციელმა მხედველობა დაკარგა, რამდენიმე ათეული პოლიციელის სტაციონარში გადაყვანა და ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო და ა.შ. მაშინ, ჩვენ სხვადასხვა ევროპული ქვეყნებიდან და მათ შორის საფრანგეთისგან, მათ შორის, საფრანგეთის პრეზიდენტისგან გვქონდა ან დუმილი ძალადობაზე, ან მოძალადეების მხარდაჭერა. მაშინვე ვთქვით, რომ ის ვინც დუმს ძალადობაზე ან მხარს უჭერს მოძალადეებს, საბოლოო ჯამში, მიიღებს ძალადობას საკუთარ ქვეყანაში და ასეც ხდება. როდესაც ახალისებ, მხარს უჭერ და უჩუმდები ძალადობას სხვა ქვეყანაში, შენ ამით უშვებ პრეცედენტს, რომ პოლიტიკური ძალადობა არის მისაღები და ზოგადად ძალადობა შეიძლება იყოს პოლიტიკური ბრძოლის იარაღი. და თუ ამ პრეცედენტს უშვებ, ამის შედეგი ის არის, რომ საბოლოო ჯამში ამას მიიღებ საკუთარ ქვეყანაში. დღეს ვხედავთ იმას, რომ პარიზის ქუჩები ფაქტობრივად საომარი ბატალიების სცენად არის გადაქცეული. ვხედავთ პოლიციის ბრუტალურ დამოკიდებულებას აქციის მონაწილეობის მიმართ, ვხედავთ პროტესტის მოძალადე მონაწილეებს, მაგრამ ვხედავთ მშვიდობიან მონაწილეებსაც და მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ როგორ ძალადობს პოლიცია, როგორ სცემენ ხელკეტებით აქციის მონაწილეებს. შეგახსენებთ, რომ ხელკეტები საერთოდ არ გამოიყენება საქართველოში პოლიციის მხრიდან და იქ პირდაპირ ხელკეტებით სცემენ, მიწაზე ათრევენ მშვიდობიან დემონსტრანტებს, ქალებს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იქნება საჯარო ის რიცხვები, რაც პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოძიებას ეხება. 5 000 ადამიანი დააპატიმრეს, ძალადობა პირდაპირ ეთერში ჩანდა. ამიტომ, საინტერესო იქნება მოვისმინოთ თუნდაც საფრანგეთის ელჩისგან რაღაც პერიოდის შემდეგ, რა არის შედეგები, რამდენი პოლიციელი იქნა დასჯილი ამ ძალადობის გამო, რა სახის სასჯელები იქნა გამოყენებული“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შალვა პაპუაშვილი: ის, რასაც ამ დღეებში საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები