ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნანა ყეინიშვილის წერილი – “საჭიროდ მივიჩნიე, პირადად გავაცნო საზოგადოებას ჩემი პოზიცია”

საქართველოს ეროვნული ბანკი

ნანა ყეინიშვილი მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ სახელმწიფოსა და ეროვნული ბანკის რეპუტაციის დასაცავად სებ-ის საბჭოს წევრის თანამდებობას ტოვებს.

ნანა ყეინიშვილის წერილი – “საჭიროდ მივიჩნიე, პირადად გავაცნო საზოგადოებას ჩემი პოზიცია”
ნანა ყეინიშვილის წერილი – “საჭიროდ მივიჩნიე, პირადად გავაცნო საზოგადოებას ჩემი პოზიცია”ალია

ეროვნული ბანკის უკვე ყოფილი ნაღალჩინოსანი, ნანა ყეინიშვილი, რომლის მიმართაც სერიოზული ბრალდებები გაჟღერდა და გამოძიება დაიწყო, სოციალურ ქსელში, წერს:

ბოლო დღეების განმავლობაში, ჩემს სახელთან დაკავშირებით გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ინტერესი და არაერთი კითხვა გააჩინა. სწორედ ამიტომ, საჭიროდ მივიჩნიე, პირადად გამოვეხმაურო მიმდინარე მოვლენებს და საზოგადოებას ჩემი პოზიცია გავაცნო.

კატეგორიულად არ ვეთანხმები ჩემს მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს, თითქოს ჩემი თანამდებობრივი მდგომარეობა გამოვიყენე პირადი სამეწარმეო ინტერესების განსახორციელებლად, რომელიმე კომპანიისთვის უკანონო უპირატესობის მოსაპოვებლად ან სხვა პირების საქმიანობაზე ზემოქმედებისთვის. ამასთან, ეროვნულმა ბანკმაც არაერთხელ განმარტა, რომ საბჭოში ჩემი სტატუსი იყო არააღმასრულებელი და არ გამაჩნდა აღმასრულებელი მართვის მანდატი.

პატივს ვცემ ეროვნული ბანკის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და მის უფლებამოსილებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზიანი რომ არ მიადგეს სახელმწიფოს ინტერესებსა და ეროვნული ბანკის რეპუტაციას, ვტოვებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნანა ყეინიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭო დატოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები