პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვტოვებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას - ნანა ყეინიშვილი

საქართველოს ეროვნული ბანკისაქართველოს პროკურატურა

ნანა ყეინიშვილი, რომლის სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობასაც პროკურატურა იძიებს, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას ტოვებს. ყეინიშვილი გავრცელებულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და გადადგომას სებ-ის რეპუტაციის დაცვით ხსნის.

ვტოვებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას - ნანა ყეინიშვილი
BM.GE

ნანა ყეინიშვილი, რომლის სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობას პროკურატურა იძიებს, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას ტოვებს. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

ის აცხადებს, რომ გავრცელებულ ბრალდებებს არ ეთანხმება.

"ბოლო დღეების განმავლობაში, ჩემს სახელთან დაკავშირებით გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ინტერესი და არაერთი კითხვა გააჩინა. სწორედ ამიტომ, საჭიროდ მივიჩნიე, პირადად გამოვეხმაურო მიმდინარე მოვლენებს და საზოგადოებას ჩემი პოზიცია გავაცნო.

კატეგორიულად არ ვეთანხმები ჩემს მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს, თითქოს ჩემი თანამდებობრივი მდგომარეობა გამოვიყენე პირადი სამეწარმეო ინტერესების განსახორციელებლად, რომელიმე კომპანიისთვის უკანონო უპირატესობის მოსაპოვებლად ან სხვა პირების საქმიანობაზე ზემოქმედებისთვის. ამასთან, ეროვნულმა ბანკმაც არაერთხელ განმარტა, რომ საბჭოში ჩემი სტატუსი იყო არააღმასრულებელი და არ გამაჩნდა აღმასრულებელი მართვის მანდატი.

პატივს ვცემ ეროვნული ბანკის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და მის უფლებამოსილებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზიანი რომ არ მიადგეს სახელმწიფოს ინტერესებსა და ეროვნული ბანკის რეპუტაციას, ვტოვებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას",- წერს ყეინიშვილი.

შეგახსენებთ, 10 ოქტომბერს ეროვნული ბანკის საბჭომ ნანა ყეინიშვილი გადაწყვეტილებების შემუშავების/მიღების პროცესს დროებით ჩამოაშორა. ამას წინ უძღოდა ინფორმაცია, რომ გენერალურმა პროკურატურამ ყეინიშვილის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 4
  1. პირველი არხისამთავრობონანა ყეინიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭო დატოვა
  2. ალიაოპოზიციურინანა ყეინიშვილის წერილი – “საჭიროდ მივიჩნიე, პირადად გავაცნო საზოგადოებას ჩემი პოზიცია”
  3. TV პირველიოპოზიციურიყეინიშვილმა, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, ეროვნული ბანკის საბჭო დატოვა
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციურინანა ყეინიშვილი: ვტოვებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას
  5. BM.GEოპოზიციური"კატეგორიულად არ ვეთანხმები ბრალდებებს" - ნანა ყეინიშვილის განცხადება
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სებ: უახლოეს სხდომაზე განვიხილავთ ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები