პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნანა ყეინიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭო დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკისაქართველოს პროკურატურა

ნანა ყეინიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მის მიმართ სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ყეინიშვილი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ბანკის რეპუტაციის დასაცავად მიიღო.

ნანა ყეინიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭო დატოვა
პირველი არხი

ზიანი რომ არ მიადგეს სახელმწიფოს ინტერესებსა და ეროვნული ბანკის რეპუტაციას, ვტოვებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას, – ამის შესახებ ნანა ყეინიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ყეინიშვილის თქმით, კატეგორიულად არ ეთანხმება მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს.

,,ბოლო დღეების განმავლობაში ჩემს სახელთან დაკავშირებით გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ინტერესი და არაერთი კითხვა გააჩინა. სწორედ ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე, პირადად გამოვეხმაურო მიმდინარე მოვლენებს და საზოგადოებას ჩემი პოზიცია გავაცნო. კატეგორიულად არ ვეთანხმები ჩემ მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს, თითქოს ჩემი თანამდებობრივი მდგომარეობა გამოვიყენე პირადი სამეწარმეო ინტერესების განსახორციელებლად, რომელიმე კომპანიისთვის უკანონო უპირატესობის მოსაპოვებლად ან სხვა პირების საქმიანობაზე ზემოქმედებისთვის. ამასთან, ეროვნულმა ბანკმაც არაერთხელ განმარტა, რომ საბჭოში ჩემი სტატუსი იყო არააღმასრულებელი და არ გამაჩნდა აღმასრულებელი მართვის მანდატი.

პატივს ვცემ ეროვნული ბანკის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და მის უფლებამოსილებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზიანი რომ არ მიადგეს სახელმწიფოს ინტერესებსა და ეროვნული ბანკის რეპუტაციას, ვტოვებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას“, – წერს ყეინიშვილი.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე, სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის უკანონო მონაწილეობის ფაქტზე პროკურატურამ ნანა ყეინიშვილის მიმართ გამოძიება დაიწყო.

მანამდე კი, ეროვნული ბანკის საბჭომ ნანა ყეინიშვილი საბჭოს გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესს ჩამოაშორა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 5
  1. ალიაოპოზიციურინანა ყეინიშვილის წერილი – “საჭიროდ მივიჩნიე, პირადად გავაცნო საზოგადოებას ჩემი პოზიცია”
  2. TV პირველიოპოზიციურიყეინიშვილმა, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, ეროვნული ბანკის საბჭო დატოვა
  3. BM.GEოპოზიციურივტოვებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას - ნანა ყეინიშვილი
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციურინანა ყეინიშვილი: ვტოვებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას
  5. BM.GEოპოზიციური"კატეგორიულად არ ვეთანხმები ბრალდებებს" - ნანა ყეინიშვილის განცხადება
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"მისასალმებელია, რომ ქალბატონმა ნანამ მიიღო თავისი გადაწყვეტილება" - თურნავა ყეინიშვილი გადადგომაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები