პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გამოძიების დასრულებამდე, ყეინიშვილი საბჭოს მუშაობას ჩამოაცილეს – სებ

საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გენერალური პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების დასრულებამდე სებ-ის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორა.

გამოძიების დასრულებამდე, ყეინიშვილი საბჭოს მუშაობას ჩამოაცილეს – სებ
ალია

ეროვნული ბანკის განცხადებით, განიხილეს საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობიდან აცილების საკითხი.

“საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით გამოძიების დასრულებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე, ეროვნული ბანკის საბჭოს მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა, რომ ნანა ყეინიშვილი არ უნდა იღებდეს მონაწილეობას საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესში.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერთხმად. გადაწყვეტილების მიღებისას საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი მუხლებით, რომლითაც გათვალისწინებულია კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში დაინტერესებული პირის აცილების საკითხი. კერძოდ, ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს ის თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი, ანდა არსებობს სხვა გარემოება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს მის გადაწყვეტილებაზე” – ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურამ სებ-ის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს “ბიტექსჩეინჯის” ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

20 სტატია
სამთავრობო 5ოპოზიციური 15
  1. BM.GEოპოზიციურიპროკურატურამ სებ-ის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის "უკანონო სამეწარმეო საქმიანობის" შესწავლა დაიწყო
  2. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პროკურატურამ ეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის მიერ უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
  3. TV პირველიოპოზიციურიეროვნული ბანკის მმართველი საბჭოს წევრის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო
  4. პირველი არხისამთავრობოეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე, სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის უკანონო მონაწილეობის ფაქტზე, პროკურატურამ ნანა ყეინიშვილის მიმართ გამოძიება დაიწყო
  5. ტაბულაოპოზიციურიპროკურატურამ სებ-ის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
  6. BM.GEოპოზიციურინანა ყეინიშვილის მიმართ გამოძიების დაწყების გამო, სებ-ი საბჭოს სხდომებზე მისი დროებითი აცილების საკითხს განიხილავს - განცხადება
  7. BM.GEოპოზიციურირას წარმოადგენს კომპანია Bitxchange, რომელმაც ნანა ყეინიშვილს პროკურატურაში უჩივლა?
  8. იმედინიუსისამთავრობოსებ-ი „ბიტექსჩეინჯის“ საქმეზე: ფაქტების სამართლებრივი გადამოწმება სცილდება საქართველოს ეროვნული ბანკის კანონმდებლობით განსაზღვრულ მანდატს, მასალები გადაეცა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოებს - გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, ეროვნული ბანკის საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომებიდან
  9. BM.GEოპოზიციურირა ქონებას ფლობს სებ-ის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი, რომლის საქმიანობის შესწავლა პროკურატურამ დაიწყო
  10. რუსთავი 2სამთავრობოპროკურატურამ ეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის მიერ უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - საუბარია ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობაზე
  11. ტაბულაოპოზიციურისებ: უახლოეს სხდომაზე განვიხილავთ ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს
  12. იმედინიუსისამთავრობო„ქრონიკამ“ მოიპოვა ჩანაწერი, სადაც ნანა ყეინიშვილი წილებზე ვაჭრობს
  13. ნეტგაზეთიოპოზიციურიპროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მიმართ გამოძიება დაიწყო
  14. BM.GEოპოზიციურიშესაბამისი უწყებები იქნებიან დაკავებული ამ საკითხით - კობახიძე ნანა ყეინიშვილის საქმიანობის გამოძიებაზე
  15. TV პირველიოპოზიციურიახალი გამოძიება ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ - რას ამბობს ირაკლი კობახიძე
  16. TV პირველიოპოზიციურიშეიძლება ეროვნულ ბანკში საბჭოს წევრის ადგილის გამოთავისუფლება უნდათ ვიღაცისთვის - გოცირიძე ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიებაზე
  17. BM.GEოპოზიციურივის აქვს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის გათავისუფლების უფლება - კანონი
  18. TV პირველიოპოზიციური"რადიო თავისუფლება": ნანა ყეინიშვილის შესაძლო კანონდარღვევების შესახებ ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე თვეა იცოდა
  19. ნეტგაზეთიოპოზიციურიეროვნული ბანკი საბჭოს სხდომებიდან ყეინიშვილის დროებით აცილებას განიხილავს
  20. BM.GEოპოზიციურინანა ყეინიშვილი, ₾572-მილიონიანი ჯარიმა და BitXchange-ი - ყველაფერი, რაც დღეს გავიგეთ
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ყეინიშვილის სკანდალის ფონზე „ოცნება“ სებ-ის შესახებ კანონს ცვლისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები