ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"სადისტ პოლიციელს რომ არაკაცი დავუძახე მაგაში თავს დამნაშავედ არასოდეს ვიგრძნობ" - ალეკო ელისაშვილი

პოლიტიკოსმა ალეკო ელისაშვილმა საქალაქო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არასოდეს იგრძნობს პოლიციელ შოთა ჭიპაშვილისთვის „არაკაცის“ წოდების გამო და მიმდინარე საქმეს ცინიზმს უწოდებს. ელისაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა წარმოებული, მათ შორის სასამართლოს უპატივცემლობისა და ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებებით.

"სადისტ პოლიციელს რომ არაკაცი დავუძახე მაგაში თავს დამნაშავედ არასოდეს ვიგრძნობ" - ალეკო ელისაშვილი
"სადისტ პოლიციელს რომ არაკაცი დავუძახე მაგაში თავს დამნაშავედ არასოდეს ვიგრძნობ" - ალეკო ელისაშვილიTV პირველი

პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი მის მიმართ წარმოებულ კიდევ ერთ საქმეს "ცინიზმს" უწოდებს და ამბობს, რომ არასოდეს ცნობს თავს დამნაშავედ იმის გამო, რომ "სადისტ პოლიციელს არაკაცი დაუძახა".

პოლიტიკოსს ბრალი წარდგენილი აქვს სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზეც, რაც პოლიციელ შოთა ჭიპაშვილის მისამართით ნათქვამ სიტყვა „არაკაცის“ წოდებას მოიცავს.

აღნიშნული განცხადება პატიმრობაში ყოფმა ელისაშვილმა პროცესზე გააკეთა, რომელიც ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

ბრალდების არსი არის ცინიზმი და მეტი არაფერი. სადისტ პოლიციელს რომ არაკაცი დავუძახე მაგის გამო მე მიჩივლეთ და იმ არაკაცი პოლიციელს არაფერი პასუსხი არ გაეცით, რა უფლებებზე მელაპარაკებით.

სადისტ პოლიციელს რომ არაკაცი დავუძახე მაგაში თავს დამნაშავედ არასოდეს არ ვიგრძნობ. ბარემ ჩემი სურათიო მოიტახნეთ და ჩამოკიდეთ", - განაცხადა სხდომაზე ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საერთო ჯამში, სისხლის სამართლის 4 საქმეა წარმოებული, საიდანაც ერთზე, რომელიც ტერორისტული აქტის მცდელობას გულისხმობს, მსჯავრდებულია და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, მას ბრალი აქვს წარდგენილი ტერორისტული აქტის განხორციელებისთვის, რომელიც სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენას გულისხმობს. პოლიტიკოსს ბრალი ასევე წარდგენილი აქვს სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზეც, რაც პოლიციელ შოთა ჭიპაშვილის მისამართით ნათქვამ სიტყვა „არაკაცის“ წოდებას მოიცავს. ელისაშვილი ასევე ბრალდებულია პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით დევნაზეც.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“სისხლი მომდიოდა, წყალი არ დამალევინეს” – ელისაშვილის საქმეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები