ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

კიდევ ერთი საქმე ელისაშვილის წინააღმდეგ - სასამართლოში დაკავებული პოლიტიკოსის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებული პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც მას პოლიციელის შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. დაცვის მხარის განცხადებით, ელისაშვილი პოლიციელს არაკაცით მიმართა მას შემდეგ, რაც თავად ამხილა იგი არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში. საქმეში მტკიცებულებად ვიდეოჩანაწერი და ხმის ექსპერტიზა ფიქსირდება.

კიდევ ერთი საქმე ელისაშვილის წინააღმდეგ - სასამართლოში დაკავებული პოლიტიკოსის პროცესი მიმდინარეობს
კიდევ ერთი საქმე ელისაშვილის წინააღმდეგ - სასამართლოში დაკავებული პოლიტიკოსის პროცესი მიმდინარეობსTV პირველი

ტერორისტად გამოცხადებული ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე განიხილება - საქალაქო სასამართლოში დაკავებული პოლიტიკოსის პროცესი მიმდინარეობს.

მრავალწლიან პატიმრობაში გაშვებულ ოპოზიცონერ პოლოტიკოს ამჯერად იმ პოლიციელის შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ, რომელსაც თავად მასზე ძალადობაში ამხელს.

ალეკო ელისაშვილი სასამართლოში უკვე მიიყვანეს.

არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ალეკო ელისაშვილმა რამე დანაშაული ჩაიდინა, მოგეხსენებათ, რომ თვითონაც აღიარებს, არაკაცი უწოდა იმ პოლიციელს, რომელიც თვითონ ელისაშვილმა ამხილა, როგორც არაადამიანურ მოპყრობაში, ისე წამებაში. ეს მიმართავდა პორკურორს და მოსამართლეს, რომ „ეს არის ის არაკაცი, რომელმაც მე მომაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჰქონდა წამებას ადგილი, მრავალი საათს განმავლობაში, ხელბორკილები ედო, რომელიც იყო მჭიდროდ მოჭერილი და სისხლი სდიოდა, თუმცა, არ მოახდინა მისი მოხსნა, არც წყალიდ აალევინა, ანუ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. თუმცა, გამოძება ყველაფერი გადადო გვერდით და მხოლოდ ეს სიტყვა - არაკაცი ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან. მტკიცებულება არის ვიდეოჩანაწერი, რომელიც ისედაც კეთდება ხოლმე სხდომათა დარბაზში და ხმის ექსპერტიზაა ჩატარებული, - გიორგი რეხვიაშვილი.

ასევე საინტერესოა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ისაუბრებს თუ არა ელისაშვილი მამუკა მდინარაძეზე, რადგან ის საკუთარ პატიმრობას მდინარაძის შურისძიებას უკავშირებს.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.