ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

საქალაქო სასამართლოში, ალეკო ელისაშვილის მეოთხე სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა - გამოძიება მას მოწმის სახით დაკითხვისას, პოლიციელის შეურაცხყოფას ედავება

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსჯავრდებულ ალეკო ელისაშვილის მეოთხე სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი გაიმართა. გამოძიება მას მოწმის სახით დაკითხვისას პოლიციელის შეურაცხყოფას ედავება, რაც ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურორ დათო დევიძის განცხადებით, საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, მათ შორის სხდომის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი.

საქალაქო სასამართლოში, ალეკო ელისაშვილის მეოთხე სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა - გამოძიება მას მოწმის სახით დაკითხვისას, პოლიციელის შეურაცხყოფას ედავება
საქალაქო სასამართლოში, ალეკო ელისაშვილის მეოთხე სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა - გამოძიება მას მოწმის სახით დაკითხვისას, პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებარუსთავი 2

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსჯავრდებულ ალეკო ელისაშვილის მეოთხე სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. გამოძიება ელისაშვილს სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხვისას, პოლიციელის შეურაცხყოფას ედავება.

ბრალდება ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ელისაშვილის წინააღმდეგ საერთო ჯამში, სისხლის სამართლის 4 საქმეა წარმოებული, საიდანაც ერთზე, რომელიც ტერორისტული აქტის მცდელობას გულისხმობს, მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

"მოცემულ საქმეში, რა თქმა უნდა, არის არაერთი მოწმე წარმოდგენილი, მოპოვებულია ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, გამოთხოვილია სხდომის ოქმი, სხდომის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, სადაც აღბეჭდილია ალექსანდრე ელისაშვილის მიერ მოწმის მიმართ განხორციელებული შეურაცხყოფა. შესაბამისად, ეს მტკიცებულებები ერთობლიობაში დაადასტურებს ალექსანდრე ელისაშვილის მიერ შესაბამისი დანაშაულის ჩადენას, რაც გულისხმობს პროცესის მონაწილის შეურაცხყოფას", - განაცხადა საქმის პროკურორმა დათო დევიძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მოცემულ საქმეში, რა თქმა უნდა, არის არაერთი მოწმე წარმოდგენილი, მოპოვებულია ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, გამოთხოვილია სხდომის ოქმი, სხდომის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, სადაც აღბეჭდილია ალექსანდრე ელისაშვილის მიერ მოწმის მიმართ განხორციელებული შეურაცხყოფა. შესაბამისად, ეს მტკიცებულებები ერთობლიობაში დაადასტურებს ალექსანდრე ელისაშვილის მიერ შესაბამისი დანაშაულის ჩადენას, რაც გულისხმობს პროცესის მონაწილის შეურაცხყოფას“
დათო დევიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.