ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

“სისხლი მომდიოდა, წყალი არ დამალევინეს” – ელისაშვილის საქმე

სასამართლოში ალეკო ელისაშვილის საქმეზე მსჯელობენ, რომელსაც პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებიან. სხდომაზე ელისაშვილმა დაკავების დეტალებზე ისაუბრა, განაცხადა, რომ ჰქონდა ფიზიკური ძალადობის და ხელბორკილების ზეწოლის ფაქტები და მოითხოვა სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღება.

“სისხლი მომდიოდა, წყალი არ დამალევინეს” – ელისაშვილის საქმე
“სისხლი მომდიოდა, წყალი არ დამალევინეს” – ელისაშვილის საქმეალია

ამ წუთებში, ალეკო ელისაშვილის მიერ სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე მსჯელობენ.

ელისაშვილს ამჯერად მოწმე-პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებიან, რაც ერთ წლამდე პატიმრობით ისჯება.

ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ე.წ. ტერორიზმის საქმის განხილვისას, შოთა ჭიპაშვილს “არაკაცი” უწოდა.

სასამართლოს მიმართა თავად ელისაშვილმა და მოყვა მისი დაკავების დეტალები.

“სისხლი მომდიოდა, წყალი არ დამალევინეს”- ასე აღწერს ელისაშვილი პოლიციის განყოფილებაში მომხდარს და და კამერების ამოღებას ითხოვს.

რაც შეეხება დაკავების მომენტს “მოქალაქეების” ლიდერმა თქვა:

დაკავების დროს, ზურგს უკან დამადეს ხელბორკილები, სამი-ოხი საათის განმავლობაში ძალიან მოჭერილი მქონდა ხელბორკილი, რაც უფრო მისივდებოდა მაჯა, მით უფრო მიჭერდა.

ორჯერ თუ სამჯერ მივმართე შოთა ჭიპაშვილს, რადგან მივხვდი, რომ ის იყო ხელმძღავნელი. მომხსენით ან წინ გამიკეთეთ ხელბორკილითქო, რა უნდოდა იმის დანახვას, რომ სისხლი მომდიოდა მარცხენა ხელიდან”- განაცხადა ელისაშვილმა.

“მოქალაქეების” ლიდერის განცხადებით, მას პოლიციელები ქუჩური ტერმინებით ესაუბრებოდნენ, ადგილი ჰქონდა ძალადობასაც:

“წამო ქუჩაში გავიდეთ” – ქუჩა კი არ მიკვირს, ციდან არ ჩამოვფრენილვარ. მთელს კრიმინალურ ელიტასთან ვზივარ ახლაც. ამოიღეთ ჩანაწერები, უამრავი კამერა იყო განყოფილების წინაც. გადამაგდეს, ზურგზე დამაგდეს და ეს კადრებიც არ ამოიღეს”- აღნიშნა მან.

პოლიტიკოსმა საუბრის ბოლოს, ე.წ. ტერორიზმის საქმეზე [ძაღლების ეპიზოდი] სასამართლო სხდომის ჩანიშვნა მოითხოვა და თქვა, რომ სამი თვეა, პროცესს არ ატარებენ, შესაბამისად მას გარესამყაროსთან წვდომა ისევ შეზღუდული აქვს. (ტვ პირველი)

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სისხლი მომდიოდა, წყალი არ დამალევინეს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„წამო ქუჩაში გავიდეთ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.