ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სააპელაციო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოქართული ოცნება

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ოპოზიციონერ ალეკო ელისაშვილის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც საქალაქო სასამართლოს კანცელარიის გადაწვის მცდელობისა და ტერორიზმის ბრალდებით 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

სააპელაციო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს
სააპელაციო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის საქმეზე პროცესი მიმდინარეობსინტერპრესნიუსი

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმე საქალაქო სასამართლოს კანცელარიის გადაწვის მცდელობის ფაქტს შეეხება.

აღნიშნულ საქმეზე პოლიტიკოსს ბრალი ტერორიზმის მუხლით წარედგინა, საქალაქო სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროცესს ესწრება ალეკო ელისაშვილიც.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალეკო ელისაშვილის ბრალდება კიდევ ერთ ეპიზოდზე სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის. აღნიშნული ქმედება 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

პოლიტიკოსს ბრალი ასევე წარდგენილი აქვს სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზეც, რაც პოლიციელ შოთა ჭიპაშვილის მისამართით ნათქვამ სიტყვა „არაკაცის“ წოდებას მოიცავს. ელისაშვილი ასევე ბრალდებულია პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით დევნაზეც.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?