ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“ამ არაკაცმა მაწამა” – რას ედავებიან ამჯერად ელისაშვილს?

საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს, სადაც მას პოლიციელის შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. როგორც გიორგი რეხვიაშვილი აცხადებს, ელისაშვილმა პოლიციელს არაკაცი უწოდა, რადგან ის თავად ელისაშვილზე ძალადობასა და წამებაშია მხილებული, თუმცა გამოძიებამ მხოლოდ ეს სიტყვა გამოყო.

“ამ არაკაცმა მაწამა” – რას ედავებიან ამჯერად ელისაშვილს?
“ამ არაკაცმა მაწამა” – რას ედავებიან ამჯერად ელისაშვილს?ალია

ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე განიხილება – საქალაქო სასამართლოში დაკავებული პოლიტიკოსის პროცესი მიმდინარეობს.

მას ამჯერად იმ პოლიციელის შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ, რომელსაც თავად მასზე ძალადობაში ამხელს.

ალეკო ელისაშვილი სასამართლოში უკვე მიიყვანეს.

არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ალეკო ელისაშვილმა რამე დანაშაული ჩაიდინა, მოგეხსენებათ, რომ თვითონაც აღიარებს, არაკაცი უწოდა იმ პოლიციელს, რომელიც თვითონ ელისაშვილმა ამხილა, როგორც არაადამიანურ მოპყრობაში, ისე წამებაში. ეს მიმართავდა პროკურორს და მოსამართლეს, რომ „ეს არის ის არაკაცი, რომელმაც მე მომაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჰქონდა წამებას ადგილი, მრავალი საათს განმავლობაში, ხელბორკილები ედო, რომელიც იყო მჭიდროდ მოჭერილი და სისხლი სდიოდა, თუმცა, არ მოახდინა მისი მოხსნა, არც წყალი დაალევინა, ანუ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. თუმცა, გამოძება ყველაფერი გადადო გვერდით და მხოლოდ ეს სიტყვა – არაკაცი ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან. მტკიცებულება არის ვიდეოჩანაწერი, რომელიც ისედაც კეთდება ხოლმე სხდომათა დარბაზში და ხმის ექსპერტიზაა ჩატარებული, – გიორგი რეხვიაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“სისხლი მომდიოდა, წყალი არ დამალევინეს” – ელისაშვილის საქმეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები