ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“ციხის უფროსმა მომატყუა“ – თამაზ ელიზბარაშვილი შიმშილობას ხელახლა იწყებს

ქართული ოცნება

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ გლდანის ციხის უფროსმა დაპირება დაარღვია და ოპერაციისთვის კლინიკაში არ გადაიყვანა, რის გამოც პროტესტის ნიშნად შიმშილობა განაახლა და მოთხოვნის შესასრულებლად ვადა 15 ოქტომბრამდე დააწესა.

“ციხის უფროსმა მომატყუა“ – თამაზ ელიზბარაშვილი შიმშილობას ხელახლა იწყებს
“ციხის უფროსმა მომატყუა“ – თამაზ ელიზბარაშვილი შიმშილობას ხელახლა იწყებსალია

გლდანის ციხეში მყოფი ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი შიმშილობას ხელახლა იწყებს. სამარტოო საკნიდან გამოგზავნილ წერილში ის ციხის უფროსს დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ოპერაციისთვის „ამერიკულ ჰოსპიტალში“ გადაყვანას დაჰპირდნენ, თუმცა დაპირება არ შესრულდა.

ელიზბარაშვილს, რომელსაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიმართ მუქარას ედავებიან, მუხლზე ოპერაცია ესაჭიროება. გავრცელებული ინფორმაციით, მან პენიტენციურ დაწესებულებას მოთხოვნის შესასრულებლად ვადა 15 ოქტომბრამდე მისცა.

მეგობრებო, ჩემო გულშემატკივრებო, დღეს აქ გლდანის ციხის სამარტოვე საკანში გამოკეტილი უდანაშაულო პატიმარი იმაზე უფრო ძლიერი ვარ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ. ყველამ კარგად იცით როგორი უშიშარი და შეუპოვარი ვარ და აქაც გლდანის ციხის ცივ კედლებში გამოკეტილი ჩემი შეუპოვარი ბრძოლით მოვიპოვე ავადმყოფ, ლოგინად ჩავარდნილ დედასთან დარეკვის უფლება.

მორიგი ბრძოლა დამჭირდა დაზიანებულ მუხლზე გადაუდებელი ოპერაციისთვის. 28 სექტემბრიდან დავიწყე შიმშილი ოპერაციის მოთხოვნით. ციხის უფროსებთან მივაღწიე თანხმობას და 7 ოქტომბერს უნდა გადავეყვანე ამერიკულ ჰოსპიტალში, ჩემს მკურნალ ექიმთან საოპერაციოდ. ამიტომ შიმშილიდან მე-8 დღეს, 5 ოქტომბერს შევწყვიტე შიმშილი. სამწუხაროდ ციხის უფროსმა სიტყვა გატეხა, მომატყუა და 7 ოქტომბერს არ წამიყვანეს ციხიდან ამერიკულ ჰოსპიტალში დაგეგმილ ოპერაციაზე. იძულებული გამხადეს 8 ოქტომბრიდან კვლავ დავიწყე შიმშილი ოპერაციის მოთხოვნით.

ციხის უფროსს ვთხოვ, რომ 15 ოქტომბრამდე გადამიყვანონ ამერიკულ ჰოსპიტალში საოპერაციოდ და შეწყვიტოს ჩემი გაუსაძლისი ტკივილით წამება.“ – წერს თამაზ ელიზბარაშვილი სოციალურ ქსელში.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ადვოკატი განმარტავს, რატომ მიიღო თამაზ ელიზბარაშვილმა საპროცესო შეთანხმების მოთხოვნის გადაწყვეტილებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები