ადვოკატი - თამაზ ელიზბარაშვილს გარე სამყაროსთან კომუნიკაცია აეკრძალა
დაკავებული ბიზნესმენის, თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის, ლექსო სვიმონიშვილის განცხადებით, გამომძიებლის დადგენილებით ელიზბარაშვილს გარე სამყაროსთან კომუნიკაცია, კერძოდ, პაემნები, მიმოწერა და სატელეფონო ზარები აეკრძალა.

დაკავებული ბიზნესმენის, თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის, ლექსო სვიმონიშვილის განცხადებით, ელიზბარაშვილს გამომძიებლის დადგენილებით „გარე სამყაროსთან კომუნიკაცია“ აეკრძალა.
სვიმონიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ელიზბარაშვილს აეკრძალა: ხანგრძლივი პაემნის უფლება, ხანმოკლე პაემნის უფლება, მიმოწერის უფლება და სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება.
„თამაზ ელიზბარაშვილს, გამომძიებლის დადგენილებით აეკრძალა გარე სამყაროსთან კომუნიკაცია.
აეკრძალა: 1. ხანგრძლივი პაემნის უფლება; 2. ხანმოკლე პაემნის უფლება; 3. მიმოწერის უფლება; 4. სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება.
აკრძალვის საფუძვლები: 1.მოწმეებზე ზემოქმედების ან/და ზეწოლის საფრთხე; 2. მტკიცებულებების მოპოვებაში ხელის შეშლის საფრთხე; 3.მართლმსაჯულების განხორციელებაში ხელის შეშლის საფრთხე“, - წერს ლექსო სვიმონიშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ალია,,თამაზ ელიზბარაშვილს გამომძიებლის დადგენილებით აეკრძალა გარე სამყაროსთან კომუნიკაცია“ – ადვოკატი
- TV პირველითამაზ ელიზბარაშვილს გარე სამყაროსთან კომუნიკაცია აეკრძალა - ადვოკატი
- TV პირველიელიზბარაშვილის ადვოკატი: დამიკავშირდა გამოძიება, მითხრეს, რომ მოხდა ტექნიკური შეცდომა
- ალია,,ახლახანს დამიკავშირდა გამოძიება, მითხრეს რომ მოხდა ტექნიკური შეცდომა“ – ელიზბარაშვილის ადვოკატი
- ინტერპრესნიუსიადვოკატი - დამიკავშირდა გამოძიება, მითხრეს, რომ მოხდა ტექნიკური შეცდომა - თამაზ ელიზბარაშვილს შეეზღუდა მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…