ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სუს-ში საკადრო ცვლილებები გრძელდება – ლაშა მაღრაძე იუსტიციაში დააბრუნეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობიდან ლაშა მაღრაძე კვლავ იუსტიციის სამინისტროში დააბრუნეს და იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს.

სუს-ში საკადრო ცვლილებები გრძელდება – ლაშა მაღრაძე იუსტიციაში დააბრუნეს
სუს-ში საკადრო ცვლილებები გრძელდება – ლაშა მაღრაძე იუსტიციაში დააბრუნესალია

სუს-ში საკადრო ცვლილებები გრძელდება – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფოროსის პირველი მოადგილის თანამდებობიდან ლაშა მაღრაძე ისევ იუსტიციაში დააბრუნეს.

მაღრაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

ლაშა მაღრაძე 2025 წლის სექტემბერში სუს-ის უფროსის პირველ მოადგილედ სწორედ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტიდან გადაიყვანეს.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ლაშა მაღრაძე პროფესიით იურისტია. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა.

“სხვადასხვა დროს მუშაობდა წამყვან თანამდებობებზე, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში;

აქვს 20-წლიანი გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიც არის: სისხლის სამართლის მართლმსაჯულება; სააღსრულებო სისტემა; სასამართლო სისტემა; სამოსამართლო სწავლება; ანტიკორუფციული, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. მართლმსაჯულების სექტორის ინსტიტუციური და პროგრამული რეფორმის განსახორციელებლად აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო პარტნიორებთან.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე იკავებდა პირველი მოადგილის თანამდებობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სუს-ის ახალ შეფს პირველ მოადგილედ ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი დაუნიშნესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები