ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ლაშა მაღრაძე, რომელიც სხვადასხვა დროს იკავებდა სუსის უფროსის პირველი მოადგილისა და სპორტის მინისტრის მოადგილის პოზიციებს, იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. სტატიაში მოცემულია მისი კარიერული გზა 2002 წლიდან დღემდე.

სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნარადიო თავისუფლება

მაღრაძემ კარიერა 2002 წელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობით დაიწყო, წინა ხელისუფლების დროს გახდა ის სხვადასხვა უწყებაში მუშაობდა:

2004-2005 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთ დახმარების სამმართველოს უფროსი;

2005 წელს - საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი;

2006-2007 - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) პენიტენციური სისტემის რეფორმის მონიტორინგის პროექტის კოორდინატორი;

2007-2008 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველოს უფროსი;

2008-2010 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე;

2010-2013 - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსი;

2013-2018 - სსიპ - იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი;

2019-2020 - საქართველოს გენერალური პროკურატურის პროფესიული განვითარებისა და კარიერის მართვის სამმართველოს მრჩეველი;

2022-2025 - შპს „სამართლის ინოვაციური სკოლის“ დამფუძნებელი/მმართველ პარტნიორი;

2024-2025წწ. სს „ჯინო ჰოლდინგი“ პრეზიდენტის თანაშემწე;

2025 წლის თებერვლიდან - აპრილამდე სპორტის მინისტრის მოადგილე;

2025 წლის აპრილიდან ოქტომბერამდე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;

2025 წლის ოქტომბრიდან 2026 წლის სექტემბრამდე - სუსის უფროსის პირველი მოადგილე.

მისი იუსტიციის სამინისტროში გადასვლა დროში დაემთხვა სუსის ახალი უფროსად თამაზ ბორაშვილის დამტკიცებას. ბორაშვილი მანამდე უფროსის მოადგილე იყო.

ლაშა მაღრაძე უწყებაში მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობის დროს მივიდა. მდინარაძემ თანამდებობა მიმდინარე წლის აპრილში დატოვა - ამის მიუხედავად, მაღრაძე თანამდებობას ინარჩუნებდა გელა გელაძის უფროსობის დროსაც.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.