პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სუს-ში საკადრო ცვლილებები გრძელდება - ლაშა მაღრაძე იუსტიციაში დააბრუნეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობიდან ლაშა მაღრაძე ისევ იუსტიციის სამინისტროში დააბრუნეს, სადაც ის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

სუს-ში საკადრო ცვლილებები გრძელდება - ლაშა მაღრაძე იუსტიციაში დააბრუნეს
TV პირველი

სუს-ში საკადრო ცვლილებები გრძელდება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფოროსის პირველი მოადგილის თანამდებობიდან ლაშა მაღრაძე ისევ იუსტიციაში დააბრუნეს.

მაღრაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

ლაშა მაღრაძე 2025 წლის სექტემბერში სუს-ის უფროსის პირველ მოადგილედ სწორედ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტიდან გადაიყვანეს.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ლაშა მაღრაძე პროფესიით იურისტია. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა.

სხვადასხვა დროს მუშაობდა წამყვან თანამდებობებზე, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში;

აქვს 20-წლიანი გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიც არის: სისხლის სამართლის მართლმსაჯულება; სააღსრულებო სისტემა; სასამართლო სისტემა; სამოსამართლო სწავლება; ანტიკორუფციული, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. მართლმსაჯულების სექტორის ინსტიტუციური და პროგრამული რეფორმის განსახორციელებლად აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო პარტნიორებთან.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე იკავებდა პირველი მოადგილის თანამდებობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 4
  1. BM.GEოპოზიციურილაშა მაღრაძე სუს-იდან იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე დააბრუნეს
  2. რუსთავი 2სამთავრობოიუსტიციის მინისტრის მოადგილედ ლაშა მაღრაძე დაინიშნა
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურისუს-ში გეკა გელაძის I მოადგილე იუსტიციის სამინისტროში დაინიშნა
  4. ალიაოპოზიციურისუს-ში საკადრო ცვლილებები გრძელდება – ლაშა მაღრაძე იუსტიციაში დააბრუნეს
  5. რადიო თავისუფლებაოპოზიციურისუსის უფროსის ყოფილი მოადგილე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სუს-ის ახალ შეფს პირველ მოადგილედ ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი დაუნიშნესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები