პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სუს-ში მეორე ფიგურად ივანიშვილის დაცვის ყოფილი თანამშრომელი დაინიშნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი თანამშრომელია. სუს-ის ყოფილი პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს, ხოლო სუს-ის უფროსის კიდევ ერთი მოადგილე მარიამ ტაბატაძე იქნება. პრემიერმინისტრის ბრძანებები 16 სექტემბრით თარიღდება.

სუს-ში მეორე ფიგურად ივანიშვილის დაცვის ყოფილი თანამშრომელი დაინიშნა
ნეტგაზეთი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა, რომელიც, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი თანამშრომელია.

პირველ მოადგილეობამდე ბახუაშვილი სუს-ის უფროსის რიგითი მოადგილის პოსტს იკავებდა. კიდევ უფრო ადრე კი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილი თანამშრომელი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეც იყო, თუმცა ამ პოსტზე სრული ერთი თვეც არ გაუტარებია.

სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს.

სუს-ის ახალი უფროსის თამაზ ბორაშვილს, კიდევ ერთი მოადგილე მარიამ ტაბატაძე იქნება, რომელიც აქამდე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტსაც იკავებდა.

ბახუაშვილის, ტაბატაძის დანიშვნისა და ლაშა მაღრაძის გადანიშვნის შესახებ პრემიერმინისტრის ბრძანებები 16 სექტემბრით თარიღდება.

შეგახსენებთ, რომ სუს-ის ყოფილი უფროსი, გეკა გელაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 3
  1. BM.GEოპოზიციურითამაზ ბორაშვილს სუს-ში ორი მოადგილე ეყოლება
  2. TV პირველიოპოზიციურისუს-ის ახალ შეფს პირველ მოადგილედ ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი დაუნიშნეს
  3. TV პირველიოპოზიციურისუს-ის მინისტრის მოადგილის პირველი კომენტარი თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლებაზე
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სუს-ის უფროსს ახალი მოადგილე ჰყავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები