იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ლაშა მაღრაძე დაინიშნა
იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ლაშა მაღრაძე დაინიშნა. იგი პროფესიით იურისტია და სხვადასხვა დროს იკავებდა წამყვან თანამდებობებს საჯარო და კერძო სექტორში, ხოლო იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველ მოადგილედ.

ლაშა მაღრაძე პროფესიით იურისტია. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა.
სხვადასხვა დროს მუშაობდა წამყვან თანამდებობებზე, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში;
აქვს 20-წლიანი გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიც არის: სისხლის სამართლის მართლმსაჯულება; სააღსრულებო სისტემა; სასამართლო სისტემა; სამოსამართლო სწავლება; ანტიკორუფციული, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. მართლმსაჯულების სექტორის ინსტიტუციური და პროგრამული რეფორმის განსახორციელებლად აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო პარტნიორებთან.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე იკავებდა პირველი მოადგილის თანამდებობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიალაშა მაღრაძე სუს-იდან იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე დააბრუნეს
სუს-ში გეკა გელაძის I მოადგილე იუსტიციის სამინისტროში დაინიშნა
სუს-ში საკადრო ცვლილებები გრძელდება - ლაშა მაღრაძე იუსტიციაში დააბრუნეს
სუს-ში საკადრო ცვლილებები გრძელდება – ლაშა მაღრაძე იუსტიციაში დააბრუნეს
სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…