პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სუს-ში გეკა გელაძის I მოადგილე იუსტიციის სამინისტროში დაინიშნა

სუს-ში გეკა გელაძის I მოადგილე იუსტიციის სამინისტროში დაინიშნა
ნეტგაზეთი

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ლაშა მაღრაძე დაინიშნა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე მაღრაძე იკავებდა გეკა გელაძის პირველი მოადგილის თანამდებობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. გელაძე მიმდინარე კვირის დასაწყისში გადადგა.

ლაშა მაღრაძე პროფესიით იურისტია. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა.

“სხვადასხვა დროს მუშაობდა წამყვან თანამდებობებზე, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში; აქვს 20-წლიანი გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიც არის: სისხლის სამართლის მართლმსაჯულება; სააღსრულებო სისტემა; სასამართლო სისტემა; სამოსამართლო სწავლება; ანტიკორუფციული, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. მართლმსაჯულების სექტორის ინსტიტუციური და პროგრამული რეფორმის განსახორციელებლად აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო პარტნიორებთან”, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 4
  1. BM.GEოპოზიციურილაშა მაღრაძე სუს-იდან იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე დააბრუნეს
  2. რუსთავი 2სამთავრობოიუსტიციის მინისტრის მოადგილედ ლაშა მაღრაძე დაინიშნა
  3. TV პირველიოპოზიციურისუს-ში საკადრო ცვლილებები გრძელდება - ლაშა მაღრაძე იუსტიციაში დააბრუნეს
  4. ალიაოპოზიციურისუს-ში საკადრო ცვლილებები გრძელდება – ლაშა მაღრაძე იუსტიციაში დააბრუნეს
  5. რადიო თავისუფლებაოპოზიციურისუსის უფროსის ყოფილი მოადგილე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სუს-ში მეორე ფიგურად ივანიშვილის დაცვის ყოფილი თანამშრომელი დაინიშნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები