ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტიხალხის ძალა

შალვა პაპუაშვილმა PACE-ს პრეზიდენტ პეტრა ბაირთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ასამბლეის რეზოლუცია საქართველოს სუვერენიტეტს არღვევს, ხოლო თანამშრომლობის აღდგენის გზად ქართული დელეგაციის უფლებამოსილების უპირობო აღიარება დაასახელა.

შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდარუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტ პეტრა ბაირს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ხშირად ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტალიზაცია პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რისი მაგალითიცაა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამოკიდებულება საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მიმართ.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პარლამენტსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის ურთიერთობებზე. აღინიშნა, რომ დღესდღეობით ასამბლეაში საქართველოს პარლამენტს დელეგაცია არ ჰყავს.

შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა PACE-ს მიერ 2025 წლის იანვარში მიღებულ რეზოლუციაზე, რომელიც, მისი თქმით, უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს.

მან განაცხადა, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების გაგრძელების პირობად ახალი საპარლამენტო არჩევნების გამართვა განისაზღვრა, რითაც საპარლამენტო ასამბლეამ თავისივე პრინციპები დაარღვია. შალვა პაპუაშვილმა თანამშრომლობის აღდგენის გზად საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების უპირობო აღიარება დაასახელა.

შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ევროპის საბჭოს ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული რჩება.

შეხვედრა შედგა იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციის ფარგლებში.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შალვა პაპუაშვილი: საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელსაც იარაღად იყენებენ, უკვე აღარ არის ინსტიტუტი, ის ვიღაცის ინტერესების გამტარებელიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები