პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი თავისთავად არ ირღვევა. ის მაშინ ირღვევა, როდესაც სუსტდება საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენს საერთო ღირებულებებსა და წესებს ეფუძნება

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილმა რომში განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (პასე) ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებას არღვევს და ორგანიზაციას საერთაშორისო სამართლის საფუძვლებთან დაბრუნებისკენ მოუწოდა.

შალვა პაპუაშვილი: წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი თავისთავად არ ირღვევა. ის მაშინ ირღვევა, როდესაც სუსტდება საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენს საერთო ღირებულებებსა და წესებს ეფუძნება
იმედინიუსი

წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი თავისთავად არ ირღვევა. ის მაშინ ირღვევა, როდესაც სუსტდება საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენს საერთო ღირებულებებსა და წესებს ეფუძნება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა რომში ევროპის საბჭოს პარლამენტის თავმჯდომარეთა ევროპული კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ინსტიტუტი, რომელსაც იარაღად იყენებენ, უკვე აღარ არის ინსტიტუტი; ის ვიღაცის ინტერესების გამტარებელია.

„ორგანიზაცია, რომელსაც ჩვენი სუვერენიტეტისა და სახალხო დემოკრატიის დასაცავად შევუერთდით, კვლავ განაგრძობს ქართველი ხალხის დემოკრატიული ნების და, შესაბამისად, მისი თავისუფლების დარღვევას. პასე უნდა დაუბრუნდეს საერთაშორისო სამართლის იმ საფუძვლებს, რომელთა დასაცავადაც შეიქმნა. მიუღებელია ვითარება, როდესაც დემოკრატია, სუვერენიტეტი, ადამიანის უფლებები და თავისუფლება მხოლოდ ფორმალურ ლოზუნგებად იქცა. ამ პროცესის საბოლოო შედეგი ნდობის დაკარგვა და ორგანიზაციის არსისგან დაცლაა.

საპარლამენტო დიპლომატია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელსაც წესებზე დაფუძნებული წესრიგის განმტკიცებაში წვლილის შეტანა შეუძლია, თუმცა აუცილებელია, მკაფიოდ განვასხვაოთ დიალოგი ჩარევისგან. დიალოგი გულისხმობს მოსაზრებების გაცვლას, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას და ყველა სახელმწიფოსთვის საერთო სტანდარტების დაცვას - იმ სტანდარტებისა, რომლებზეც ყველა წევრი ნებაყოფლობით შეთანხმდა. ამრიგად, წესებზე დაფუძნებული წესრიგის აღდგენა იწყება იმ ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების კეთილსინდისიერების განახლებით, რომლებიც ამ წესრიგს საფუძვლად უდევს. საქართველო ამ ამოცანის ერთგული რჩება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 6ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოშალვა პაპუაშვილი: საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელსაც იარაღად იყენებენ, უკვე აღარ არის ინსტიტუტი, ის ვიღაცის ინტერესების გამტარებელია
  2. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელსაც იარაღად იყენებენ, უკვე აღარ არის ინსტიტუტი. ის ვიღაცის ინტერესების გამტარებელია
  3. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: საერთაშორისო ინსტიტუტები მხოლოდ იმდენადაა ძლიერი, რამდენადაც დიდია მათ მიმართ ნდობა. მათი ავტორიტეტი ეფუძნება რწმენას, რომ გადაწყვეტილებები ფაქტებს ეყრდნობა და არა პოლიტიკურ მიზანშეწონილობას
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშალვა პაპუაშვილი - შეშფოთებას იწვევს საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკურ იარაღად ქცევის მზარდი პრაქტიკა, PACE უნდა დაუბრუნდეს საერთაშორისო სამართლის საფუძვლებს - აუცილებელია, მკაფიოდ განვასხვაოთ დიალოგი ჩარევისგან!
  5. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი: „საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელსაც იარაღად იყენებენ, უკვე აღარ არის ინსტიტუტი. ის ვიღაცის ინტერესების გამტარებელია“
  6. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – საერთაშორისო ინსტიტუტები იმდენადაა ძლიერი, რამდენადაც დიდია ნდობა, მათი ავტორიტეტი ეფუძნება რწმენას, რომ გადაწყვეტილებები ფაქტებს ეყრდნობა და არა პოლიტიკურ მიზანშეწონილობას
  7. იმედინიუსისამთავრობოევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების, პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენცია დასრულდა - შალვა პაპუაშვილის გზავნილები და მაღალი დონის შეხვედრები რომში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ორგანიზაცია, რომელსაც ჩვენი სუვერენიტეტისა და სახალხო დემოკრატიის დასაცავად შევუერთდით, კვლავ განაგრძობს ქართველი ხალხის დემოკრატიული ნების და, შესაბამისად, მისი თავისუფლების დარღვევას. პასე უნდა დაუბრუნდეს საერთაშორისო სამართლის იმ საფუძვლებს, რომელთა დასაცავადაც შეიქმნა. მიუღებელია ვითარება, როდესაც დემოკრატია, სუვერენიტეტი, ადამიანის უფლებები და თავისუფლება მხოლოდ ფორმალურ ლოზუნგებად იქცა. ამ პროცესის საბოლოო შედეგი ნდობის დაკარგვა და ორგანიზაციის არსისგან დაცლაა. საპარლამენტო დიპლომატია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელსაც წესებზე დაფუძნებული წესრიგის განმტკიცებაში წვლილის შეტანა შეუძლია, თუმცა აუცილებელია, მკაფიოდ განვასხვაოთ დიალოგი ჩარევისგან. დიალოგი გულისხმობს მოსაზრებების გაცვლას, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას და ყველა სახელმწიფოსთვის საერთო სტანდარტების დაცვას - იმ სტანდარტებისა, რომლებზეც ყველა წევრი ნებაყოფლობით შეთანხმდა. ამრიგად, წესებზე დაფუძნებული წესრიგის აღდგენა იწყება იმ ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების კეთილსინდისიერების განახლებით, რომლებიც ამ წესრიგს საფუძვლად უდევს. საქართველო ამ ამოცანის ერთგული რჩება“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შალვა პაპუაშვილის ვიზიტი იტალიაში - საპარლამენტო დელეგაციის სამუშაო შეხვედრები და პოლიტიკური აქცენტებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები