საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად რომში გაემგზავრა, სადაც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით ორ სესიაზე გამოვა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამუშაო ვიზიტით იტალიის დედაქალაქ რომში გაემგზავრა, სადაც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა ორ სესიაზე და პარლამენტის თავმჯდომარის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.
„პარლამენტის თავმჯდომარე რომში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა სეფაშვილი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა
იტალიაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი დაიწყო
შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით რომშია
ლევან მახაშვილი იტალიაში შალვა პაპუაშვილის ვიზიტზე: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შესაძლებლობა ექნება, რომ ორმხრივი შეხვედრები ჩაატაროს თავის კოლეგებთან და ასევე მონაწილეობა მიიღოს მრავალმხრივი ფორმატის დისკუსიაში, რომლის მთავარი თემებიც იქნება დემოკრატია, დემოკრატიასთან დაკავშირებული გამოწვევები
ციტატები სტატიიდან
„პარლამენტის თავმჯდომარე რომში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა სეფაშვილი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…